1. ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, უნდა შექმნას საკონტროლო ზონა, რომელიც თავისთავად მოიცავს დამცავ ზონას,  არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლებში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებში მითითებული ზომები მიღებულ უნდა იქნეს შესაბამის ზონებში.

2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:

ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები;

ბ)  ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები;

გ) ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;

დ) გადაადგილების და ღორებით ვაჭრობის პრინციპები და სასაკლაოს ხელმისაწვდომობა;

ე) სადგომები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას აღნიშნულ ზონებში, დასაკლავი ღორების ფერმიდან გაყვანის აუცილებლობა.

3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ სააგენტოსთან ზონის დადგენის  საკითხზე.

4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის,, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მედიარესურსები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად მოქმედი შეზღუდვების შესახე