1. დამცავ და საკონტროლო ზონებში განთავსებული სადგომებიდან ღორების გადაყვანის ავტორიზაციის გაცემა ხდება წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, სადაც გათვალისწინებულია წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული კლინიკური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს:
ა) ღორების გადაყვანამდე 24 საათის განმავლობაში;
ბ) ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-8 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
2. თუ ღორების გადაყვანა ხდება სხვა სადგომში, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად განხორციელებული გამოკვლევის გარდა, ასევე უნდა მოხდეს იმ სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაში განთავსებული ღორების კლინიკური გამოკვლევა, სადაც მოთავსებული არიან გადასაყვანი ღორები. ამ შემთხვევაში გამოკვლევა ასევე უნდა მოიცავდეს ნაწილი ღორებისათვის ტემპერატურის გაზომვას. შესამოწმებელი ღორების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) აღმოჩენის საშუალებას, თუ ამ ქვეგანყოფილებებში 10%-იანი პრევალენტობა დგინდება 95%-იანი სანდოობით.
3. თუ ღორები განკუთვნილია სასაკლაოზე, გადამამუშავებელ საწარმოში ან სხვა ადგილზე გადასაყვანად, სადაც უნდა მოხდეს მათი დაკვლა ან მოკვლა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოკვლევების გარდა ასევე უნდა მოხდეს ღორების კლინიკური გამოკვლევა თითოეულ ქვეყოფილებაში, სადაც მოთავსებულია გადასაყვანი ღორები. სამ ან ოთხ თვეზე მეტი ასაკის ღორების შემთხვევაში გამოკვლევა ასევე უნდა მოიცავდეს ნაწილი ღორებისთვის ტემპერატურის გაზომვას. შესამოწმებელი ღორების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს ცხელების აღმოჩენის საშუალებას, თუ ამ ქვეგანყოფილებებში 20%-იანი პრევალენტობა დგინდება 95%-იანი სანდოობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ღორების დაკვლის ან მოკვლისას, თითოეულ ქვეგანყოფილებაში მოთავსებული გადასაყვანი ღორებიდან აღებული უნდა იქნეს სისხლის ნიმუშები სეროლოგიური ან ვირუსოლოგიური გამოკვლევებისთვის, სისხლის ან ორგანოების, როგორიცაა ნუშისებრი ჯირკვლის, ელენთის ან ლიმფური ჯირკვლების ნიმუშები.
5. შესამოწმებელი ღორების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს 10%-იანი სეროპრევალენტობის ან ვირუსის პრევალენტობის დადგენის საშუალებას 95%-იანი სანდოობით.
6. ასაღები ნიმუშებისა და გამოსაყენებელი ტესტების სახეობა განისაზღვრება სააგენტოს ინსტრუქციების შესაბამისად, სადაც გათვალისწინებული იქნება ის გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც შესაძლებელია, ასევე გამოკვლევების მგრძნობელობა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
7. ღორის დაკვლის ან მოკვლის შემთხვევაში, ღორის აფრიკული ჭირისთვის (ცხელებისთვის) მიმანიშნებელი კლინიკური ნიშნების ან სიკვდილისშემდგომი დაზიანებების აღმოჩენისას, ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, ნიმუშების აღება ხდება ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
8. წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უზრუნველყოფს ნიმუშების ინტენსიურ აღებასა და გამოკვლევების ჩატარების სქემის გამოყენებას ღორების კოლტზე, რომელთა შემოწმებაც და ნიმუშების აღებაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტების შესაბამისად. ამ სქემით ასაღები სისხლის ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს ღორების მოცემულ ჯგუფში 5%-იანი სეროპრევალენტობის გამოვლენის საშუალებას 95%-იანი სანდოობი