1. საეჭვო სადგომში ნიმუშების აღებამდე უნდა მომზადდეს სადგომის რუკა და უნდა განისაზღვროს სადგომის ეპიდემიოლოგიური ქვეგანყოფილებები.
2. თითოეულ ჯერზე, როდესაც მიიჩნევა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ღორებიდან ნიმუშების ხელახალი აღება, ნიშანდება (მარკირება) უნდა გაკეთდეს ყველა გამოსაკვლევ ღორზე ისე, რომ ადვილად მოხდეს მათი იდენტიფიკაცია განმეორებითი ნიმუშების აღებისათვის.
3. ყველა ნიმუში უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი ფორმები სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ ფორმებში მოცემული უნდა იყოს გამოსაკვლევი ღორების ისტორია და გამოვლენილი კლინიკური ნიშნები ან სიკვდილისშემდგომი დაზიანებები.
4. სადგომში არსებული ღორების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ინფორმაცია გამოსაკვლევი ღორების ასაკის, კატეგორიის და წარმოშობის სადგომის შესახებ. რეკომენდებულია დაფიქსირდეს სადგომში თითოეული გამოსაკვლევი ღორის ადგილმდებარეობა მის საიდენტიფიკაციო ნიშანთან ერთა