1. მკვდარი ან ჰუმანური გზით მოკლული ღორიდან ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის, ანტიგენის ან გენომის გამოვლენის მიზნით, ყველაზე შესაბამისია ნიმუშების აღება ნუშისებრი ჯირკვლების, ლიმფური ჯირკვლების (კუჭ-ღვიძლის, თირკმლის, ყბისქვეშა და რეტროფარინგეალური), ელენთის, თირკმლის და ფილტვის ქსოვილებიდან, აგრეთვე რეკომენდებულია თეძოს ნაწლავის ქსოვილიდან. ავტოლიზირებული ტანხორცის შემთხვევაში ნიმუშად აიღება მთლიანი ლულოვანი ძვალი ან გულმკერდი.
2. ანტიკოაგულაციური ან/და შედედებული სისხლის ნიმუშების აღება უნდა მოხდეს იმ ღორებიდან, რომლებიც ავლენენ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) ნიშნებს ან დაავადების სხვა ნიშნებს სააგენტოს ინსტრუქციების შესაბამისა