1. ვირუსის გამოყოფა დაფუძნებულია ნიმუშის ინოკულირებაზე ღორის პირველად უჯრედოვან კულტურებზე, მონოციტებზე და მაკროფაგებზე. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის გამოსაყოფად ნიმუშების აღება უმჯობესია მოხდეს მთლიანი სისხლიდან და არაკოაგულაციური სისხლის ნიმუშებიდან ან ორგანოებიდან აღებული ლეიკოციტებიდან დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს მე-19 მუხლის შესაბამისად. თუ ნიმუშში აღმოჩნდება ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსი, ხდება მისი რეპლიკაცია უჯრედებში და დაინფიცირებულ უჯრედებში მოხდება დამახასიათებელი ციტოპათიური ეფექტის წარმოქმნა.

2. ჰემადსორბციის ტესტის (HAD) ტექნიკა რეკომენდებულია ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის იზოლატის იდენტიფიცირებისთვის მისი მაღალი მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის გამო. ჰემადსორბციის ტესტი (HAD) ეფუძნება ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის შესაძლებლობას გამრავლდეს ღორების მაკროფაგებში და გამოიწვიოს ჰემადსორბცია ღორის ერითროციტების არსებობისას. დაინფიცირებული მაკროფაგების გარშემო წარმოიქმნება ერითროციტების დამახასიათებელი ე.წ „როზეტი“. თუმცა, ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის შტამების ძალიან მცირე რაოდენობამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ჰემადსორბცია, მაგრამ ჰქონდეს მაღალი ციტოპათიური ეფექტი. შესაძლებელია ამ შტამების იდენტიფიცირება პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული (DIFT) ტესტის გამოყენებით უჯრედული კულტურების ნალექში ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით.

3. ვირუსის გამოყოფა უმჯობესია ცხოველთა მცირე რაოდენობიდან აღებული ნიმუშების გამოკვლევისას, ვიდრე მასობრივი გამოკვლევების დროს. ვირუსის გამოყოფის პროცედურა შრომატევადია და საჭიროებს ერთიდან სამ დღეს საბოლოო შედეგების მიღებამდე. იმისთვის, რომ მოხდეს ნიმუშში ვირუსის მცირე რაოდენობის აღმოჩენა, შესაძლოა საჭირო გახდეს ორი დამატებითი უჯრედული კულტურის პასაჟირება. აღნიშნულის კვლევას შესაძლოა დასჭირდეს დაახლოებით 10 დღე საბოლოო შედეგის მიღებამდე. ავტოლიზირებული ნიმუშები უჯრედის კულტურისთვის შესაძლოა იყოს ციტოტოქსიკური, რის გამოც შეზღუდულად გამოიყენება.

4. ვირუსის გამოყოფისა და იდენტიფიცირებისათვის ჰემადსორბციის ტესტი (HAD) რეკომენდებულია, როგორც რეფერალური ტესტი ენზიმ შემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA), პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ან პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული ტესტის (DIFT) დადებითი შედეგების დადასტურებისთვის. ის ასევე რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) უკვე დადასტურებულია სხვა მეთოდებით, განსაკუთრებით ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) პირველადი შემთხვევის ან აფეთქების შემთხვევაში.

5. ღორის მაკროფაგიდან მიღებული ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის იზოლატი გამოიყენება ვირუსის დახასიათებისთვის, მათ შორის გენეტიკური ტიპისა და მოლეკულური ეპიდემიოლოგიისთვის.

6. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის ყველა იზოლატის დახასიათება უნდა მოხდეს ყველა პირველადი აფეთქებისას, გარეულ (მოხეტიალე) ღორებში დაფიქსირებული პირველადი შემთხვევებისას, სასაკლაოებზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე დაფიქსირებული შემთხვევისას რეფერენს-ლაბორატორიის მიერ, ან ნებისმიერ სხვა ლაბორატორიის მიერ, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები ამ მიმართულებით დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს 24-ე მუხლის შესაბამისა