1. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) სეროლოგიური დადასტურებისათვის გამოიყენება ენზიმ შემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISA) ან არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენტული ტესტი (IIFT) ან იმუნობლოთინგის ტესტი (IB).
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მიზანშეწონილია მონაწილეობა მიიღოს რეფერენს ლაბორატორიის მიერ ორგანიზებულ სეროლოგიური დიაგნოსტიკის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტანდარტიზაციის ღონისძიებებში (ლაბორატორიათშორისი შედარების (გამოცდის) პროგრამის ფარგლებში).
3. ენზიმშემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) ტესტი ყველაზე სანდო და გამოსადეგი ტესტია ფართომასშტაბიანი სეროლოგიური გამოკვლევებისთვის. ის ეფუძნება მყარ ფაზასთან დაკავშირებულ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის პროტეინთან დაკავშირებული ანტისხეულების აღმოჩენას კომპლექსზე ენზიმთან კავშირში A პროტეინის დამატებით, რომელიც წარმოქმნის ფერად რეაქციას შესაბამის სუბსტრატთან ურთიერთქმედებისას.
4. რეგულარულად უნდა მოხდეს თითოეული ენზიმშემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) ტესტის რეაგენტების მგრძნობელობის და სპეციფიკურობის ხარისხის კონტროლი, რეფერენს ლაბორატორიების მიერ მოწოდებული შრატების პანელის გამოყენებით. პანელი უნდა მოიცავდეს:
ა) ღორის შრატს ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის ინფექციის ადრეულ ფაზაში (ინფექციიდან 17 დღემდე);
ბ) გამოჯანმრთელებული ღორის შრატს (ინფექციიდან 17 დღის შემდეგ).
5. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) სეროლოგიური დიაგნოსტიკისათვის გამოსაყენებელი ენზიმშემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISA) უნდა ცნობდეს გამოჯანმრთელებული ღორების ყველა რეფერალურ შრატს. შესაძლებელი უნდა იყოს რეფერალური შრატიდან მიღებული ყველა შედეგის გამეორება. ასევე, რეკომენდებულია ყველა დადებითი შრატის გამოვლენა დაავადების ადრეული ფაზიდან. დაინფიცირების ადრეულ სტადიაზე მყოფი ღორებიდან რეფერალური შრატით მიღებული შედეგები მიუთითებს ენზიმშემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) მგრძნობელობაზე.
6. არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენტული (IIFT) ტესტი არის სწრაფი მეთოდი, რომელიც ხასიათდება შრატიდან ან ქსოვილის ექსუდატიდან ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით. ის ეფუძნება ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) იმ ანტისხეულების გამოვლენას, რომლებიც შეკავშირებული არიან ადაპტირებული ღორის აფრიკული ჭირით (ცხელებით) ინფიცირებულ MS უჯრედების მონოფენასთან. ანტისხეულების და ანტიგენის რეაქციის გამოვლენა ხდება მარკირებული (მონიშნული) ფლუორესცენტული A-ცილით. დადებითი შედეგისას ინფიცირებულ უჯრედებში ბირთვთან ახლოს ჩნდება სპეციფიკური ფლუორესცენცია.
7. პირდაპირ იმუნოფლუორესცენტულ (DIFT) და არაპირდაპირ იმუნოფლუორესცენტულ (IIFT) ტესტებთან ერთად იმ ცხოველების, რომლებიც ავლენენ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) კლინიკურ ნიშნებს, ორგანოების, სისხლის და ექსსუდატების გამოკვლევამ, შესაძლოა მიგვიყვანოს დაავადების სწრაფ და სანდო დადასტურებასთან.
8. იმუნობლოთინგის (IB) ტესტი განსაკუთრებით სპეციფიკური და მგრძნობიარე მეთოდია, რომელიც ეფუძნება ვირუსული ცილების როგორც ანტიგენების შემცველი ნიტროცელულოზის ჩხირების („სტრიპების“) გამოყენებას. სპეფიციური ანტისხეულების და ანტიგენის რეაქციის გამოვლენა ხდება ცილა A-პეროქსიდაზას კონიუგატის და შესაბამისი სუბსტრატის დამატებით. მიზანშეწონილია იმ შრატის შემდგომი გამოკვლევა, რომელიც საეჭვოა ენზიმშემაკავშირებელი იმუნოფერმენტულ ანალიზში (ELISA