1. სისხლის, შრატის, ქსოვილის ან ორგანოს ნიმუშებიდან ვირუსის გენომის გამოსავლენად გამოიყენება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ვირუსული დნმ-ის მცირე ფრაგმენტების ასლების რაოდენობის გამრავლება ხდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით, გამოვლენად რაოდენობამდე. გენომის მაღალ-კონსერვატული რეგიონიდან აღებული პრაიმერების გამოყენებით შესაძლებელია იზოლატების ფართო სპექტრის გამოვლენა, რომლებიც მიეკუთვნება ყველა ცნობილი ვირუსის გენოტიპს, მათ შორის, როგორც არა-ჰემადსორბცირებულ ვირუსებს, ისე დაბალი ვირულენტობის მქონე იზოლატებს. ვინაიდან ეს ტესტი აღმოაჩენს ვირუსის გენომის სექვენსს, შესაძლებელია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია იყოს დადებითი მაშინაც, როცა ვირუსის გამოყოფის შედეგად არ ვლინდება ინფექციის გამომწვევი ვირუსის არსებობა (მაგ., გამოჯანმრთელებული ღორების ავტოლიზირებულ ქსოვილებში ან ნიმუშებში, ან იმ ღორების ავტოლიზირებულ ქსოვილებში ან ნიმუშებში, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ და დაუბრუნდნენ კლინიკურად ნორმალურ მდგომარეობას).

2. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) გამოყენება შესაძლებელია ნიმუშების მცირე რაოდენობაზე, რომლებიც შეირჩევა დაავადებაზე საეჭვო ცხოველებიდან. ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია იმ ორგანულ ნიმუშებზე, რომლებიც არის ციტოტოქსიკური და აქედან გამომდინარე ვირუსის გამოყოფა შეუძლებელია (მაგალითად გარეული( მოხეტიალე) ღორებიდან აღებული ნიმუშები).

3. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) დიაგნოსტიკის დროს შესაბამისი გამოსაკვლევი მასალა არის ვირუსის გამოყოფისათვის გამოსაყენებელი ორგანოები და შრატი. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) ასევე შესაძლებელია ტკიპის ჰომოგენატებზე გამოკვლევის ჩატარება.

4. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ჩატარება შესაძლებელია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიული მოწყობილობები, ცალკე ბაზა და გამოცდილი პერსონალი. ამ მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ არ არის აუცილებელი დაავადების გამომწვევი ვირუსის გამრავლება ლაბორატორიაში. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, მაგრამ ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს დაბინძურება, რაც იძლევა მცდარ დადებით შედეგს. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის მართვის პროცედურების მკაცრ დაცვა