1. ტესტის პრინციპი დაფუძნებულია ღორის აფრიკულ ჭირზე (ცხელებაზე) საეჭვო ნაცხში ან ღორის ორგანული მასალის თხელ კრიოანათალში ვირუსული ანტიგენის მიკროსკოპულ გამოვლენაზე. უჯრედშიდა ანტიგენის გამოვლენა ხდება FIT-კონიუგირებული ანტისხეულების გამოყენებით (ფლუორესცენტული იზოტიოციანატი). დაინიფიცირებული უჯრედების ციტოპლაზმაში გამოჩნდება ფლუორესცენტული ჩანართები ან გრანულები.
2. ნიმუშების ასაღებად შესაფერისი ორგანოებია თირკმელი, ელენთა და სხვადასხვა ლიმფური კვანძები. გარეული (მოხეტიალე) ღორების შემთხვევაში, შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნეს ძვლის ტვინის უჯრედების ნაცხი, თუ მათი ორგანოები არ არის ხელმისაწვდომი ან ავტოლიზირებულია.
3. ტესტის ჩატარება შესაძლებელია ორ საათში. რადგანაც ორგანოების ნიმუშების აღება შესაძლებელია მხოლოდ მკვდარი ცხოველებიდან, ამ ნიმუშების გამოყენება სკრინინგის მიზნით შეზღუდულია.
4. პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული ტესტი (DIFT) ძალიან მგრძნობიარეა ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) მწვავე ფორმის დროს. ქვემწვავე ან ქრონიკული ფორმების შემთხვევაში პირდაპირ იმუნოფლუორესცენტულ ტესტს (DIFT) აქვს დაახლოებით მხოლოდ 40%-იანი მგრძნობელობა, ანტიგენ-ანტისხეულების კომპლექსების გამო, რომლებიც ბლოკავს რეაქციას ღორის აფრიკული ჭირის (ცხელებით) გამომწვევ ვირუსულ ანტიგენთან შეკავშირებულ ანტისხეულებთან. ტესტის შედეგების სიზუსტე შესაძლოა შეიზღუდოს საეჭვო შეფერილობის გამო, განსაკუთრებით როდესაც არ არსებობს ტესტის ჩატარების გამოცდილება ან თუ გამოსაკვლევი ორგანოები ავტოლიზირებული