1. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს წესის მე-11 მუხლით დადგენილი ზომების გაუქმება საკონტროლო ზონაში, ამ ზონაში განთავსებულ ყველა სადგომში უნდა ჩატარდეს კლინიკური გამოკვლევა ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-8 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და ასევე ღორებიდან უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშების აღება სეროლოგიური გამოკვლევებისთვის:
ა) ნებისმიერ სხვა სადგომში, სადაც ნიმუშების აღება აუციელებლად მიაჩნია სააგენტოს;
ბ) სპერმის შემგროვებელ ყველა ცენტრში.
2. საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომებში სეროლოგიური გამოკვლევებისთვის ასაღები სისხლის ნიმუშების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობას.
3. წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უზრუნველყოფს ზონაში არსებულ თითოეულ სადგომში სისხლის ნიმუშების აღებას სეროლოგიური გამოკვლევებისთვის. ასაღები სისხლის ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს 5%-იანი სეროპრევალენტობის დადგენის საშუალებას 95%-იანი სანდოობით სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაშ