1. იმისთვის, რომ მოხდეს ღორის აფრიკული ცხელების დადასტურება ან გამორიცხვა და დამატებითი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის მოპოვება, საეჭვო სადგომზე პრევენციის მიზნით წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტითა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, ღორების მოკვლის შემთხვევაში აღებულ უნდა იქნეს სისხლის ნიმუშები სეროლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლევებისთვის ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების თანახმად.

2. ნიმუშების აღება ძირითადად უნდა ეხებოდეს:

ა) ღორს, რომელიც ავლენს კლინიკურ ნიშნებს ან სიკვდილისშემდგომ დაზიანებებს, რაც მიუთითებს ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) არსებობაზე და მასთან კონტაქტში მყოფ ღორებს;

ბ) სხვა ღორებს, რომელთაც შესაძლოა ჰქონდათ სახიფათო კონტაქტი ღორის აფრიკული ჭირით (ცხელებით) დაინფიცირებულ ან დაინფიცირებაზე საეჭვო ღორთან ან კონტამინაციაზე საეჭვო ღორთან. აღნიშნული ღორებიდან ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

3. გარდა ამისა, შემთხვევითი შერჩევით უნდა მოხდეს სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაში ღორებიდან ნიმუშების აღება. თუმცა, თუ სააგენტო შეზღუდავს პრევენციული მოკვლის გამოყენებას მხოლოდ სადგომის იმ ნაწილზე, სადაც ჰყავთ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსით დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე საეჭვო ღორები, ნიმუშების აღება უნდა მოხდეს სადგომის იმ ქვეგანყოფილებებიდან, სადაც მოხდა ამ ზომების გატარება დამატებითი გამოკვლევებისა და ნიმუშების აღების შეუზღუდავად. ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს სადგომში დარჩენილი ღორებიდან სააგენტოს მითითებებით. ამ შემთხვევაში სეროლოგიური გამოკვლევის ჩატარების მიზნით აღებული ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს მოცემულ ქვეგანყოფილებაში 10%-იანი სეროპრევალენტობის დადგენის საშუალებას 95%-იანი სანდოობით.

4. ვირუსოლოგიური გამოკვლევის ჩატარების მიზნით აღებული ნიმუშები და გამოყენებული ტესტი უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს ინსტრუქციებს. სააგენტომ უნდა გათვალისწინოს ის ტესტები, რომელთა ჩატარებაც შესაძლებელია, ამ ტესტების მგრძნობელობა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობ