1. სადგომში ღორების თავიდან შეყვანისას წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშების აღების შემდეგი პროცედურები:

ა) სისხლის ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ღორების შეყვანიდან არაუადრეს 45 დღისა;

ბ) ინდიკატორული ღორების შეყვანის შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშების აღება სეროლოგიური გამოკვლევებისთვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმდენი ღორიდან, რაც იძლევა 10%-იანი სეროპრევალენტობის გამოვლენის შესაძლებლობას 95%-იანი სანდოობით სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაში;

გ) სრული რეპოპულაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშების აღება სეროლოგიური გამოკვლევებისთვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპის თანახმად იმდენი ღორიდან, რაც იძლევა 20%-იანი სეროპრევალენტობის გამოვლენის შესაძლებლობას 95%-იანი სანდოობით სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაში.

2. სადგომში ღორების თავიდან შეყვანისას წესის მე-13 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს ნიმუშების აღების შემდეგი პროცედურები:

ა) სისხლის ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ღორების შეყვანიდან არაუადრეს 45 დღისა;

ბ) ინდიკატორული ღორების შეყვანის შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშების აღება სეროლოგიური გამოკვლევებისთვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპის თანახმად იმდენი ღორიდან, რაც იძლევა 5%-იანი სეროპრევალენტობის გამოვლენის შესაძლებლობას 95%-იანი სანდოობით სადგომის თითოეულ ქვე-განყოფილებაში;

გ) სრული რეპოპულაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშების აღება სეროლოგიური გამოკვლევებისთვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპის თანახმად იმდენი ღორიდან, რაც იძლევა 10%-იანი სეროპრევალენტობის გამოვლენის შესაძლებლობას 95%-იანი სანდოობით სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაში.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მოცემული პროცედურა უნდა განმეორდეს მთლიანი რეპოპულაციიდან არაუადრეს 60 დღისა.

4. ღორების რეპოპულაციის შემდეგ, უცნობი მიზეზების გამო სადგომში ღორების ნებისმიერი დაავადების ან სიკვდილის შემთხვევაში, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევ ვირუსზე გამოკვლევების ჩატარება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სააგენტოსთვის სავალდებულოა, ვიდრე არ მოხდება სადგომში ღორების გადაადგილებაზე წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმებ