1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება), ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის განმავლობაში.

2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოების) დროს, სადაც დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ფერმაში  გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია. ასეთ შემთხვევაში:

ა)  ღია ტიპის   ფერმაში,  ღორების  რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და გამოვლენილია აფრიკული ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი ან ღორები არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ  ტერიტორიაზე.  ფერმაში განთავსებიდან 45 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სეროლოგიური გამოკვლევებით უარყოფითი შედეგის მიღებამდე; თუ არცერთ ღორს არ განუვითარდა ანტისხეულები აფრიკული ჭირის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;

ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის (აღწარმოების) საფუძველზე იმ პირობით, რომ:

ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით;

ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან  45 დღის შემდეგ;

ბ.გ) ღორების გაყვანა არ მოხდება ფერმიდან სეროლოგიური გამოკვლევებით  უარყოფითი შედეგის მიიღებამდე.

3. იმ ფერმების შემთხვევაში, სადაც დაავადების გამოვლენა უკავშირდება გადამტანებს, რეპოპულაცია (აღწარმოება) არ უნდა მოხდეს არანაკლებ ექვსი წლის განმავლობაში, თუ:

ა) იმ შენობებში და ადგილებში, სადაც დაგეგმილია ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) და შესაძლებელია მათი კონტაქტი გადამტანთან, სათანადო ზედამხედველობის ქვეშ არ განხორციელდება სპეციალური სამუშაოები გადამტანების აღმოფხვრის მიზნით;

ბ) არსებული გადამტანის არსებობა აღარ წარმოადგენს აფრიკული ჭირის გადატანის მნიშვნელოვან რისკს, რომლის შემდეგ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით დადგენილი ზომები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომების გარდა, არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სრული რეპოპულაციის (აღწარმოების) შემდეგ, სანამ არ მიიღება უარყოფითი შედეგი აფრიკულ ჭირზე სეროლოგიური შემოწმებით. ფერმაში ღორებიდან ნიმუშის აღება ხდება სრული რეპოპულაციიდან (აღწარმოებიდან) 60 დღის შემდეგ.

5. სააგენტოს, ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის გათვალისწინებით, შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს და ფერმაში დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი.

6. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებულ ფერმაში შინაური ცხოველების რეინტროდუქცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს ნებართვის საფუძველზე და გათვალისწინებული უნდა იყოს ინფექციის გავრცელების ან/და რეინტროდუქციის შედეგად გადამტანების არსებობის რისკ