1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ საკონტროლო ზონებში გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) ღორის ყველა ფერმის აღწერა;
ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანას გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს საკონტროლო ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს (თუ ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც;
გ) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა ღორების და სხვა შინაური ცხოველების ან მასალის ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაინფიცირებული იყოს (მაგალითად, ღორის სხეულით, ფურაჟით, ნაკელით და სხვა), უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია და დამუშავება დაინფიცირებიდან შესაძლო მოკლე დროში ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული დებულებების და პროცედურების შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატვირთო ან სხვა სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს აღნიშნული ზონიდან გაწმენდის და დეზინფექციის და შემდეგ სააგენტოს შემოწმების და ნებართვის გარეშე;
დ) სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა ან ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა ზონის შექმნიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში ნებართვის გარეშე;
ე) ფერმაში მკვდარი ან დაავადებული ღორის სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევები;
ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან სულ მცირე 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდეგ ამ წესის მე - 10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ მათი გადაყვანა მოხდება პირდაპირ:
ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;
ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში;
ზ) საკონტროლო ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონის გატანის აკრძალვა;
თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა.
2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან მიმართებაში არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, ასეთი ღორის ხორცის ნიშანდებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო გამოყენების ადგილთან დაკავშირებით.
3. თუ ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები გაგრძელდა 40 დღეზე მეტი, სააგენტოს შეუძლია ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ:
ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;
ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ან საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში.
4. ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში უნდა გაგრძელდეს:
ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის განხორციელებამდე;
ბ) ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე, აფრიკული ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდი შესაძლოა შემცირდეს 21 დღემდე, მე-3 პუნქტში მითითებული პერიოდი - 30 დღემდე, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების განხორციელება დაუშვებელია ინფიცირებული ფერმის წინასწარი დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან 40 დღის გასვლამდ