1. საკარანტინო მოთხოვნებით, სააგენტო, ეპიზოოტიის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, ქმნის საკონტროლო ზონას, რომელიც შედის არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლების მქონე დამცავ ზონაში.  სააგენტომ, დამცავ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების განხორციელება:

ა) ღორების კლინიკური შემოწმების, საიდენტიფიკაციო ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმებისათვის, ყველა ფერმის უმოკლეს დროში აღწერა, ვეტერინარი ექიმის მიერ;

ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ მუხლის მე-5 პუნქტით  მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალი და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც.

2. სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობა, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს (გატყავებული და გამოშიგნული ღორი, ფურაჟი, ნაკელი და სხვა) უნდა გაიწმინდოს (გაირეცხოს), მოხდეს მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი  ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე.

3. დაუშვებელია სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანა სააგენტოს  თანხმობის  გარეშე.

4. ფერმაში ღორების დაავადების და სიკვდილიანობის შემთხვევები უნდა ეცნობოს სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებული და მკვდარი ღორების ლაბორატორიულ გამოკვლევას.

5. დაუშვებელია ღორების ფერმიდან გაყვანა, სადაც ისინი იმყოფებიან ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ:

ა) მის მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე;

ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით.

6. სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი არ უნდა იქნეს გატანილი დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან.

7. პირი, რომელიც შედის ფერმაში ან გამოდის ფერმიდან, ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნები.

8. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვების 30 დღეზე მეტი ხნის გაგრძელების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა დამცავ ზონაში, საიდანაც ღორები პირდაპირ გადაყვანილი უნდა იქნენ:

ა) დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს  დამცავ ან საკონტროლო ზონაში;

ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი ტანხორცის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით.

9. ამ მუხლის მე-10 პუნქტის გამოყენებაზე მითითების შემთხვევაში,  სააგენტოს შეუძლია  დაუშვას  აღნიშნული  ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ:

ა) უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი განახორციელებს ფერმაში არსებული ამ ღორების კლინიკურ შემოწმებას. შემოწმებისას აუცილებელია სხეულის ტემპერატურის გაზომვა, საიდენტიფიკაციო ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული  შემოწმება არ ადასტურებს ჭირის არსებობას;

გ) სატრანსპორტო საშუალებები, სადაც მოთავსებულია ღორები დალუქული უნდა იყოს სააგენტოს მიერ;

დ) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ ამ წესის მე-12  მუხლში  განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ე) ღორების მოკვლის ან დაკვლის შემდეგ აღებული ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში,  ფერმაში ჭირის  არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

10.  თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს  სასაკლაოზე, აუცილებელია, რომ:

ა) სასაკლაოზე პასუხისმგებელი პირი წინასწარ ინფორმირებული იყოს სასაკლაოზე  ღორის გადაყვანის   შესახებ;

ბ) სასაკლაოზე ღორების  განთავსება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან  განცალკევებით;

გ) განსაზღვრულ სასაკლაოზე ღორების  დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ღორის ჭირის არსებობის ნიშნები;

დ) ასეთი ღორის ხორცის ნიშანდება მოხდეს  სპეციალური შტამპით. შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის, მანძილი სულ მცირე 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს,  ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ მასზე დატანებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს. ამასთან, ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც ნიშნის გარე კიდე/ნაპირი ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს  დამუშავების შემდეგი სახე:

დ.ა) სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი;

დ.ბ)  დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში  ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700 C . აღნიშნული პროცესი უნდა ხორციელდებოდეს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ;

ე) ამ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამუშავება   განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც  ხორცი უნდა გაიგზავნოს  დალუქულ მდგომარეობაში.

11. ამ მუხლის პირველი-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს არანაკლებ:

ა) ინფიცირებული  ფერმის  გაწმენდის  და  დეზინფექციის განხორციელებამდე;

ბ) ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე, ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით, ინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან 30 დღის შემდე