1. კონტაქტურია ფერმა, თუ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ ჭირი შეტანილია ამ წესის მე-4 ან  მე-5 მუხლში მითითებული ფერმიდან.

2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნეს ასეთ ფერმებში მანამ, სანამ  არ გამოირიცხება ჭირის არსებობის ეჭვი.

3. ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტომ კონტაქტურ ფერმებში უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული  ზომებ