1. დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების საერთო პრინციპებია:

ა) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში,  ზომების განხორციელება მღრნელების და მწერების  გასანადგურებლად, სააგენტოს მითითებებითა და ზედამხედველობით;

ბ) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებების შერჩევა საგენტოს მიერ;

გ) სავალდებულოა სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების ეფექტურობის  შემოწმება გამოყენების წინ;

დ)  სადეზინფექციო საშუალებების  და დეზინფექციის პროცედურების შერჩევა დასამუშავებელი შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და ობიექტის ტიპის გათვალისწინებით;

ე)  ცხიმის  მოსაცილებელი  ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების  გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული  ნივთიერებების  მოქმედების ეფექტურობა. დაცული უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი  ტექნიკური პირობები, როგორიცაა წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო.

2. დასუფთავებისა და დეზინფექციისას დაცული  უნდა იქნეს  შემდეგი წესები:

ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული  გაჟღენთვა;

ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა  და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა;

გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გამოყენება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული  ჭირის გავრცელების რისკი;

დ) თუ გაწმენდა წარმოებს სითხეებით,  რომლებიც გამოიყენება წნევით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უკვე  გასუფთავებული  ნაწილის ხელახალი დაბინძურება;

ე) უნდა განხორციელდეს სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, ინსტალაციის  და საგნების   გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება;

ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, თავიდან უნდა იქნეს აცილებული  განმეორებითი დაბინძურება;

ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერები.  ჩანაწერები უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან და უნდა მიეწოდოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.

3. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა) ცხოველების  დაკვლის დროს, ჭირის  ვირუსის  გავრცელების აცილების ან ასეთი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანისათვის ისეთი ზომების მიღება, რომელიც მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობების დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლით, შხაპებით უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობების, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;

ბ) დაკლული ცხოველების გატყავებული და გამოშიგნული სხეულების  სადეზიფექციო საშუალებებით გაჟღენთვა:

გ) დამუშავების მიზნით,  გატყავებული და გამოშიგნული სხეულების   ფერმიდან გატანის აუცილებლობისას, დახურული და  წყალგაუმტარი  კონტეინერების გამოყენება;

დ) ღორების დაკვლის დროს დაბინძურებული მიდამოს ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება;

ე)  ნებისმიერი ქსოვილის ან სისხლის, რომელმაც შეიძლება გაჟონოს დაკვლის ან გვამის გაკვეთის დროს, ფრთხილად შეგროვება და დამუშავება;

ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების, დამუშავებულ ზედაპირზე, არანაკლებ 24 საათის განმავლობაში შენარჩუნება;

ზ) საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია:

ზ.ა) ნაკელისა და გამოყენებული ქვეშსაფენის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გატანა და  დამუშავება;

ზ.ბ) ყველა ზედაპირიდან, ცხიმებისა და ჭუჭყის, ცხიმის მოსაცილებელი  ნივთიერებების გამოყენებით მოცილება  და ზედაპირის   წყლით დამუშავება;

ზ.გ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო  საშუალებების შესხურება;

ზ.დ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება,  წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების  შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება.

4. დაბინძურებული ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის დეზინფექციისას:

ა) ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის სუსპენზია შენახული უნდა იქნეს სითბოში და მოხდეს სადეზინფექციო საშუალებების შესხურება. ასეთი სუსპენზია დაყოვნებული უნდა იქნეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, ან განადგურდეს მიწაში ჩაფლვით;

ბ) სუსპენზია შენახული უნდა იქნეს ინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა,  თუ   სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ   ვადას.

5. ღია ფერმის  შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია  განსაზღვროს დასუფთავების და დეზინფექციის  სპეციალური პროცედურები, ფერმის ტიპის და კლიმატური პირობების გათვალისწინები