1. სატრანსპორტო საშუალებებზე ტარდება დეზინფექცია პროფილაქტიკური და ეპიდემიოლოგიური ჩვენებით.

2. სატრანსპორტო საშუალებებზე სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება ინსპექციის სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილების ექიმ-ინსპექტორის გადაწყვეტილებით.

3. სატრანსპორტო საშუალებებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა პირობების დაცვა, რათა არ მოხდეს სადეზინფექციო ხსნარების ნაპრალებში, კონსტრუქციის ნაკერებსა და გადაბმის ადგილებში გაჟონვა, სადეზინფექციო საშუალებების დაღვრა იატაკსა და იატაკის ქვედა სივრცეებში. სადეზინფექციო ხსნარის ჭურჭლიდან სითხის იატაკზე დაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ჭურჭლის სპეციალური დასადგამები.

4. სატრანსპორტო საშუალებებში სადეზინფექციო ხსნარების იატაკის ქვედა სივრცეებში ან სხვა დახურულ ადგილებში ჩაღვრისას დაუყოვნებლივ უნდა აიხსნას იატაკები, პანელები, ლუქები და მიღებულ იქნეს ზომები სადეზინფექციო სითხის მოსაცილებლად.

5. იმ შემთხვევაში, როცა აღინიშნება გალაქული ზედაპირების ნაწილების დაზიანება, მათ აღსადგენად ჩატარებულ უნდა იქნეს სამუშაოები არსებული მეთოდების გამოყენებით.

6. სადეზინფექციო სამუშაოების შესრულების შესახებ აღნიშვნა უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ ჟურნალში დამუშავების თარიღის, გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებებისა და კონსტრუქციების დამუშავებული ნაწილების ჩამონათვალის ჩვენებით; ასევე იმ პირების თანამდებობისა და გვარების მითითებით, რომლებიც ატარებენ აღნიშნულ დამუშავება