1. დერატიზაციის ორგანიზება ხორციელდება პროფილაქტიკური და გამანადგურებელი ღონისძიებებით:

ა) სატრანსპორტო საშუალებებზე მღრღნელების შეღწევის აღკვეთა სანიტარიულ-ტექნიკური და სამშენებლო ღონისძიებების გატარებით;

ბ) მღრღნელების აღმოჩენის შემთხვევაში მათი განადგურებით ქიმიური და ფიზიკური საშუალებებით.

2. სატრანსპორტო საშუალებებში მღრღნელების რიცხვის შემცირების ღონისძიებების შერჩევისა და ობიექტების მღრღნელებისაგან დასაცავი სანიტარიულ-ტექნიკური ღონისძიებების რეკომენდაციის გაცემის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება მღრღნელების რაოდენობის, მათი საცხოვრებლის, სახეობის დადგენა.

3. სატრანსპორტო საშუალებებში მიგრაციული მღრღნელების რაოდენობის შემცირების მიზნით პროფილაქტიკური გამანადგურებელი ღონისძიებების გატარება.

4. მღრღნელების შემცირების მიზნით სადერატიზაციო ღონისძიებების ჩატარება სატრანსპორტო საშუალების მთელ ფართობზე.

5. სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარების ხარისხის კონტროლი ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების უფროსის მიერ სპეციალისტებისგან შედგენილი ბრიგადით ან მოწვეული ექსპერტების მიერ.

6. სატრანსპორტო საშუალებაზე დერატიზაცია ტარდება სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურის მოთხოვნით.

7. სატრანსპორტო საშუალებაზე დერატიზაციას ატარებენ იმ შემთხვევაში, თუ მასზე აღმოჩენილია მღრღნელი ან არის ეჭვი მათ არსებობაზე;

8. სატრანსპორტო საშუალებების დერატიზაცია სათავსების დანიშნულების მიხედვით წარმოებს მომწამვლელი გამანადგურებლით, შხამების დაყრით, მოფრქვევითა და მექანიკური გამანადგურებლებით.

9. მღრღნელების დაჭერას ახორციელებენ ხაფანგებით. მათ ათავსებენ ერთმანეთისაგან 1,5-2 მ-ის დაშორებით საბარგულის საბუფეტე განყოფილებებში, ასევე სატრანსპორტო საშუალებების სალონში და სხვ. ყოველდღიურად ხაფანგებს ამოწმებენ და უკეთებენ ახალ სატყუარას. იმ შემთხვევაში, თუ მღრღნელები ხაფანგში არ მოხვდნენ, სამი დღის განმავლობაში დერატიზაციას თვლიან დამთავრებულად და სატრანსპორტო საშუალებას ეძლევა ექსპლუატაციის ნებართვა.

10. სატრანსპორტო საშუალებებში დერატიზაციის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა მოწმობა დერატიზაციის შესახებ.

11. დაჭერილი მღრღნელები იგზავნება გამოკვლევისათვი