1. პირებს, რომლებიც ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს, წინასწარ უტარებენ სპეციალურ ინსტრუქტაჟს ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვის, სადეზინფექციო საშუალებებთან მუშაობისა და შემთხვევითი მოწამლვებისას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ.
2. დეზინფექციისა და დეზინსექციის სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, როგორიცაა სპეცტანსაცმელი (ხალათი ან კომბინეზონი, თავშალი, რეზინის ჩექმები, დამცავი სათვალე) და რესპირატორები. თხევად და ფხვნილოვან აეროზოლებთან მუშაობისას გამოიყენება რესპირატორები ან მარლა-ბამბისაგან დამზადებული ნიღაბი და რეზინის ხელთათმანები.
3. პრეპარატების დაფასოებასა და სამუშაო ხსნარების მომზადებას აწარმოებენ წინასწარ მომზადებულ სპეციალურ სათავსებში ან სუფთა ჰაერზე ღია ადგილას.
4. სადეზინფექციო საშუალებებისა და ინსექტიციდების შენახვა წარმოებს სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. თხევადი საშუალებები ინახება ბოთლებში მჭიდროდ დახურული საცობებით, ბნელ და გრილ ადგილებში, ფხვნილისმაგვარი კი – პოლიეთილენის ან 4-ფენოვან კრაფტტომრებში, ხსნარები – კასრებში ან სხვა სახის მყარად დალუქულ ტარაში, რომლებიც არ შედიან პრეპარატთან რეაქციაში.
5. იკრძალება ისეთი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ არის ნებადართული ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ და რომელთაც ეტიკეტზე არა აქვთ მითითებული პრეპარატის დასახელება, დამზადების თარიღი და შემადგენლობაში აქტიური ნივთიერების რაოდენობა.
6. სატრანსპორტო საშუალებებში სადეზინფექციო სამუშაოების შესრულებისას იკრძალება: თამბაქოს მოწევა, სითხისა და საკვების მიღება.
7. განადგურებული ან ხაფანგების მეშვეობით დაჭერილი მღრღნელები თავსდება მუშამბის ტომრებში ან ლითონის მჭიდროდ დახურულ ყუთებში. მუშაობა წარმოებს ხელთათმანებით, გამოიყენებენ კორცანგებს.
8. სპეცტანსაცმელს ინახავენ სპეციალურ კარადაში. მას რეცხავენ არანაკლებ კვირაში ერთხელ.
რეზინის ხელთათმანები და ჩექმები ირეცხება თბილ, საპნიან წყალში, ხოლო რესპირატორები ყოველი ხმარების შემდეგ იწმინდება ბამბის ტამპონებით, რომელიც გაჟღენთილია საჭმლის სოდის წყალხსნარშ