1. სატრანსპორტო საშუალებებზე დაავადების გადამტანი პარაზიტებისა და მწერების არსებობა მიუთითებს მათ ეპიდემიოლოგიურ და სანიტარიულ არაკეთილსაიმედოობაზე.
2. დეზინსექციის ჩატარების აუცილებლობას სატრანსპორტო საშუალებებზე ადგენს სანიტარიულ-საკარატინო განყოფილების ექიმი-სპეციალისტი სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელების დაკვეთით.
3. დეზინსექციის ჩატარების ჩვენებად ითვლება სატრანსპორტო საშუალებებში პარაზიტებისა და საყოფაცხოვრებო მწერების ნებისმიერი რაოდენობით აღმოჩენა.
4. სადეზინსექციო სამუშაოები სატრანსპორტო საშუალებებზე ხორციელდება პორტში, აეროპორტში, რეიდზე და შეკეთებისას.
5. სატრანსპორტო საშუალებების დამუშავება ხდება სადეზინსექციო ხსნარების შესხურებით, შეფრქვევითა და სატყუარას დადებით.
6. არაეფექტურად ჩატარებული დეზინსექციის შემდეგ აუცილებელია განმეორებითი დეზინსექცია.
7. სატრანსპორტო საშუალებებზე დეზინსექციას ატარებენ მგზავრებისა და ეკიპაჟის ჩასხდომის წინ, ხოლო გემებზე დეზინსექციის ჩატარება ასევე აუცილებელია მისი შეკეთების ან ზამთრის დგომის შემდეგ, ავეჯისა და საწოლების დაშლით. დეზინსექციის ჩატარების პერიოდში დროებით გამოირთვება სატრანსპორტო საშუალების ელექტრომომარაგება.
8. მფრინავი მწერების აღმოჩენისას სატრანსპორტო საშუალებებში (ბუზი, კოღო, ქინქლა) გამოიყენება ინსექტიციდური პრეპარატები აეროზოლურ ბალონებში, რომელთა გამოყენება ნებადართულია ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
9. სატრანსპორტო საშუალებებში დეზინსექციას მფრინავი მწერების საწინააღმდეგოდ ახორციელებენ შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) დამუშავებას იწყებენ სალონის სიგრძივი მიმართულებით (საჭიროების შემთხვევაში რამდენჯერმე). დეზინფექტორს მოჰყავს მოქმედებაში აეროზოლის ბალონი და აფრქვევს ჰაერში აეროზოლის ნაკადს, რომელიც უნდა იყოს დაშორებული კედლიდან არანაკლებ 1მ-ით დამუშავების შემდეგ დეზინფექტორი გამოდის საჰაერო ხომალდიდან და მჭიდროდ ხურავს კარებს. 15 წუთის შემდეგ კარები იღება და ხდება სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის განიავება აეროზოლის სუნის გაქრობამდე.
10. სატრანსპორტო საშუალებაზე პარტახტიანი ტიფით დაავადებულის ან მასზე საეჭვო პირის არსებობისას სავარძლები, თეთრეული, რბილი ინვენტარი (შალითები, ფარდები, პირსახოცები) გროვდება ბრეზენტის ტომარაში და იგზავნება სადეზინფექციო კამერაში დეზინსექციის ჩასატარებლად.
11. რწყილების, ტარაკნებისა და თეთრეულის ბაღლინჯოების გამოვლენა ხდება საბოლოო და საბაზო აეროპორტებში, ნავსადგურებსა და სადგურებში დასუფთავება-დალაგების დროს, ასევე ეკიპაჟის წევრებისა და ბორტგამცილებლების გამოკითხვის საფუძველზე. დათვალიერება-შემოწმებისას ითვალისწინებენ თეთრეულის ბაღლინჯოების დაბუდების სავარაუდო ადგილებს – ნაკერები და სავარძლის გადასაკრავები, მოპირკეთებული კედლების ნაპრალები და გარდერობის მოწყობილობები, ტარაკნებისათვის კი – სხვადასხვა ბნელი თავშესაფრები, მათ შორის, კედლის მოპირკეთების ნაპრალები, სამზარეულო-საბუფეტე სათავსები, ეკიპაჟის კაბინა. კაპიტალურ რემონტზე მყოფი საჰაერო ხომალდების დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიექცეს სალონის შიდა მოპირკეთებას.
12. რწყილების, ტარაკნებისა და თეთრეულის ბაღლინჯოების აღმოჩენისას დეზინფექციას ატარებენ რეკომენდებული სადეზინსექციო საშუალებების გამოყენებით, რომლითაც გულდასმით მუშავდება ის ადგილები, სადაც ყველაზე მეტად ბუდობენ მწერები. ასევე მუშავდება იატაკი, ხალიჩები, სავარძლები. 1-2 საათის შემდეგ განადგურებულ მწერებს იღებენ მტვერსასრუტით, ასხამენ მდუღარეს ან წვავენ.
13. სატრანსპორტო საშუალებებზე დეზინსექციის ჩატარების შემდეგ უნდა შედგეს დოკუმენტი, სადაც მოცემული იქნება ინსექტიციდის სახე, სათავსების დასახელება, დახარჯული პრეპარატის რაოდენობა და საკონტროლო დათვალიერების შედეგ