1. აეროპორტი, პორტი, რკინიგზის სადგური, ავტოსადგური – აეროპორტი, საზღვაო, სამდინარო ნავსადგურები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო გადაზიდვებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების მისაღებად და გასამგზავრებლად და სადაც ხორციელდება სასაზღვრო, საბაჟო, სამედიცინო (სანიტარიული), ვეტერინარული, ფიტოლოგიური და სხვა ანალოგიური პროცედურები და ემიგრაციული კონტროლი.
2. ალფა გამოსხივება (d გამოსხივება) – ალფა ნაწილაკებისაგან (ჰელიუმის ბირთვები) შემდგარი მაიონებელი გამოსხივება, რომელიც წარმოიქმნება ბირთვული გარდაქმნების შედეგად. ნაწილაკები დადებითადაა დამუხტული.
3. აქტივობა – რადიოაქტივობის საზომი ძირითადი ფიზიკური სიდიდე. განსაზღვრულ ენერგეტიკულ მდგომარეობაში მყოფი რადიონუკლიდების განსაზღვრული რაოდენობისათვის მოცემული დროის მომენტში აქტივობა A გამოიხატება შემდეგი სახით:
dN
A= -------- , სადაც
dt
dN – მოცემული ენერგეტიკული დონის მქონე სპონტანური ბირთვული გარდაქმნების მოსალოდნელი რიცხვია დროის dt ინტერვალში. Si-სისტემაში აქტივობის საზომი ერთეულია ბეკერელი (ბკ) – 1 ბირთვული გარდაქმნა 1 წამში.
4. აქტივობა ხვედრითი (მოცულობითი) – რადიოაქტიური ნივთიერების აქტივობა, გამოსახული წონით (მოცულობით) ერთეულებში (ბკ/კგ ან ბკ/ლ შესაბამისად).
5. ბეტა გამოსხივება (β გამოსხივება) – ელექტრონული (β -) ან პოზიტრონული (β +) კორპუსკულური მაიონებელი გამოსხივება უწყვეტი ენერგეტიკული სპექტრით, რომელიც წარმოიქმნება ბირთვული გარდაქმნების შედეგად.
6.დაბინძურება ზედაპირული არაფიქსირებული (მოცილებადი) – რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც კონტაქტისას გადაიტანება სხვა საგნებზე და სცილდება დეზაქტივაციის დროს.
7.დაბინძურება ზედაპირული ფიქსირებული (არამოცილებადი) – რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც კონტაქტის დროს არ გადაიტანება სხვა საგნებზე და არ სცილდება დეზაქტივაციის დროს.
8. დაბინძურება რადიოაქტიური – რადიოაქტიური ნივთიერების (ან ნივთიერებების) არსებობა ნივთიერებაში (მასალაში), მის ზედაპირზე ან ისეთ ადგილზე, სადაც მისი არსებობა სასურველი არ არის ისეთი რაოდენობებით, რომლებიც აღემატება ნორმატიული დოკუმენტებით რეგლამენტირებულ მნიშვნელობებს. რადიოაქტიური დაბინძურება არის ზედაპირული, მოცულობითი, სივრცობრივი და სტრუქტურული. ზედაპირული დაბინძურების დროს რადიოაქტიური ნივთიერება ობიექტის ზედაპირზეა განლაგებული (მაგალითად, დედამიწის, ამა თუ იმ საგნის ზედაპირის, კანის ზედაპირის დაბინძურება). სივრცობრივი დაბინძურებისას რადიონუკლიდი ამა თუ იმ ობიექტის (ნივთიერების) მოცულობაშია განაწილებული (მაგალითად, ატმოსფეროს ან შენობის ჰაერის დაბინძურება, თხევადი ან მყარი საკვების – რძის, ფქვილის, ხორბლეულის, წყლის დაბინძურება). აღნიშნულთაგან განსხვავებით, სადაც დაბინძურება მექანიკური ხასიათისაა, სტრუქტურული დაბინძურებისას რადიონუკლიდი დაბინძურებული საგნის (ნივთიერების) ორგანული შემადგენელი ნაწილია (მაგალითად, ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ინკორპორირებული რადიონუკლიდი, რომელიც ჩაირთვება უჯრედებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ან ნიადაგში მეორადად წარმოქმნილი რადიონუკლიდები, რომლებიც მისი ნეიტრონული დასხივების შემდეგ წარმოიქმნებიან (ე.წ. ინდუცირებული რადიოაქტივობა).
9. გამა გამოსხივება (γ-გამოსხივება) – ფოტონური, ელექტრომაგნიტური მაიონებელი გამოსხივება, რომელიც წარმოიქმნება ბირთვული გარდაქმნების შედეგად ბირთვში დაგროვილი ჭარბი ენერგიის გამოსხივებით ან ნაწილაკების ანიჰილაციით.
10. გამოსხივება მაიონებელი – გამოსხივება, რომელიც ნივთირებასთან ურთიერთქნმედებისას მასში წარმოიქმნის იონებს.
11. დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირი – პირი, რომელიც სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურის მედპერსონალის დასკვნით შესაძლებელია იყოს ინფიცირებული რომელიმე დაავადებით და ითვლებოდეს აღნიშნული დაავადების გამავრცელებლად.
12. დაავადების გადამტანი – ფეხსახსრიანები, რომელთაც გადააქვთ ინფექციის გამომწვევი დაავადებული ან ბაქტერიამატარებელი ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმში.
13. დაავადებული პირი – პირი, რომელიც დაავადებულია რომელიმე დაავადებით ან როგორც შემდგომში აღმოჩნდება, იმყოფება ინკუბაციურ პერიოდში.
14. დასხივება – ადამიანზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედება, რომელიც განპირობეულია გარეგანი წყაროთი, , ან შინაგანი წყაროებიდან, რომლებიც მოხვდნენ ორგანიზმის შიგნით.
15. დაშლა რადიოაქტიური – არასტაბილური ატომებისაგან შემდგარი ნივთიერების გარდაქმნა შედარებით უფრო სტაბილურ ფორმად, რომელსაც თან სდევს მაიონებელი გამოსხივება აღნიშნული ნივთიერებების ატომებისაგან.
16. დეზაქტივაცია – რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორება რაიმე ზედაპირიდან ან რაიმე გარემოდან, ადამიანის ორგანიზმის ჩათვლით.
17. დეზაქტივაცია ნაწილობრივი – ტარდება რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ნებისმიერი ზედაპირის რადიოაქტივობის შესამცირებლად, პირველ რიგში კი ისეთების, რომლებთანაც ადამიანებს უფრო ხშირი კონტაქტი აქვთ. იგი ტარდება ძირითადად ისეთ პირობებში, როდესაც შეზღუდულია დრო ან სადეზაქტივაციო საშუალებები.
18. დეზაქტივაცია სრული – რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორება დაბინძურებული ზედაპირიდან რეგულირებიდან ამოღების დონის ან მასზე დაბალი მნიშვნელობის მიღწევით.
19. დეზინსექცია – ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური მნიშვნელობის ფეხსახსრიანთა განადგურებას გემებზე, თვითმფრინავებში, მატარებლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, კონტეინერებში, სახელმწიფო საზღვრების გამტარ პუნქტებზე – პორტებში, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურებში, აგრეთვე დაავადებათა კერებში.
20. დერატიზაცია – ღონისძიება, რომელიც მიმართულია ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური მნიშვნელობის მღრღნელების გასანადგურებლად გემებზე, თვითმფრინავებში, მატარებლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, კონტეინერებში, პორტებში, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურებში, აგრეთვე დაავადებათა კერებში.
21. დეზინფექცია – ღონისძიება მიმართული უმრავლესი პათოგენური მიკროორგანიზმების გასანადგურებლად, ფიზიკურ და ქიმიურ აგენტებთან უშუალო ექსპოზიციით.
22. დეზინფექტორი – პირი, რომელიც ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს.
23. დეზინსექტორი – პირი, რომელიც ახორციელებს სადეზინსექციო სამუშაოებს.
24. დერატიზატორი – პირი, რომელიც ახორციელებს სადერატიზაციო სამუშაოებს.
25. ზღვრული დოზა – საქართველოს კანომდებლობით დადგენილი დასხივების დოზების ზრვრული მნიშვნელობები.
26. რადიაციული კონტროლი – შესაბამისი უფლებამოსილებით მხარდაჭერილი ქმედება მიმართული რადიაციული სიტუაციის სამართავად, რეგულაციის და შეზღუდვების განსახორციელებლად რადიაციული უსაფრთხოების სასურველი დონის მისაღწევად.
27. რადიონუკლიდის ნახევარდაშლის პერიოდი – Tფ (ფიზიკური ნახევარდაშლის პერიოდი) – რადიონუკლიდის მახასიათებელი – დრო, რომლის განმავლობაშიც მოცემული რადიონუკლიდის რაოდენობა ბირთვული გარდაქმნის შედეგად ნახევრდება.
28. რადიონუკლიდი – რადიოაქტიური ატომები მოცემული მასური რიცხვითა და ატომური ნომრით, ხოლო იზომერული ატომებისათვის – ატომის ბირთვის ენერგეტიკული მდგომარეობითაც.
29. საერთაშორისო რეისი – გადაყვანა-გადაზიდვა ორ ან მეტ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ აეროპორტებს, პორტებს, რკინიგზებსა და ავტოსადგურებს შორის, ან რეისი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ აეროპორტებს, პორტებს, რკინიგზებსა და ავტოსადგურებს შორის, თუკი ასეთი რეისის დროს სატრანსპორტო საშუალებას ურთიერთობა აქვს სხვა რომელიმე სახელმწიფოს პორტთან, აეროპორტთან ან სადგურთან.
30. საკარანტინო დაავადებები – ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი (შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება), რომელთა წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები რეგლამენტირებულია საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესებით.
31. სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი – სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სპეციალიზებული სახეობა, რომელიც ხორციელდება ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე, საბაჟო ზონებსა და ტვირთების განბაჟების სხვა ადგილებში, საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესების, საერთაშორისო კონვენციებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში საკარანტინო და სხვა საშიშ ინფექციურ დაავადებათა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ტვირთების შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით.
32. სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველო (განყოფილება) – საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოსაგზაო და სარკინიგზო გადასასვლელებზე სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტების ტერიტორიაზე არსებული სამსახური, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს.
33. სატრანსპორტო საშუალება – ორ ან მეტ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ აეროპორტებს, პორტებს, რკინიგზებსა და ავტოსადგურებს შორის მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური ტრანსპორტი.
34. საშუალებები ინდივიდუალური დამცველი – პერსონალის, რადიაციული ავარიის შედეგების ლიკვიდაციისათვის მივლინებულ პირთა, სადეზაქტივაციო სამუშაოებში ჩართულ პირთა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობის ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერებების მოხვედრის და კანის საფარველის რადიოაქტიური დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური საშუალებები.
35. სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟი – გემზე, თვითმფრინავზე, მატარებელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი მომსახურე პერსონალი (ეკიპაჟი, ბრიგადა).
36. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მოცემულ პერიოდში ფლობს სატრანსპორტო საშუალებას.
37. რადიაციული უსაფრთხოება – ადამიანთა ახლანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. რადიაციული უსაფრთხოება პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და მისი უზრუნველყოფა ხდება სამართლებრივი, ორგანიზაციული, საინჟინრო-ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებების კომპლექსით.
38. წყარო გამოსხივების ბუნებრივი – ბუნებრივი წარმოშობის გამოსხივების წყაროები (მათ შორის კოსმოსური გამოსხივება, მიწიერი გამოსხივების წყაროები: ნიადაგი, ატმოსფერო, წყალი, ცხოველები, მცენარეები და სხვ.).
39. წყარო გამოსხივების ტექნოგენური – მაიონებელი გამოსხივების წყარო, რომელიც შექმნილია ამ გამოსხივების სასარგებლო გამოყენებისთვის ან წარმოადგენს ტექნიკური მოღვაწეობის მეორად პროდუქტს.
40. წყარო დახურული – მაიონებელი გამოსხივების წყარო, რომლის მოწყობილობა გამორიცხავს მასში არსებული რადიონუკლიდების გავრცელებას გარემოში მისი გამოყენებისა და ცვეთის იმ პირობებში, რომელზედაც არის გათვლილი.
41. წყარო რადიონუკლიდური – მაიონებელი გამოსხივების წყარო, რომელიც შეიცავს რადიონუკლიდს ან რადიონუკლიდთა ნარევს.
42. წყარო ღია – რადიონუკლიდური წყარო, რომლის გამოყენების დროს შესაძლებელია მასში მოთავსებული რადიონუკლიდების გავრცელება გარემოშ