1. დეზინფექცია ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით ტარდება სატრანსპორტო საშუალებაზე ინფექციური ავადმყოფის ან დაავადებაზე საეჭვო პირის (ქოლერა, შავი ჭირი, ჰემორაგიული ცხელებები, ტილისმიერი შებრუნებითი ტიფი, პარატიფი, დიზენტერია, დიფთერია და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში.
2. დეზინფექცია ტარდება სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებიდან მგზავრების ჩამოსვლის შემდეგ.
3. საერთაშორისო რეისის სატრანსპორტო საშუალებაზე დეზინფექცია ტარდება აეროპორტის სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილების ექიმი-სპეციალისტის მითითებით.
4. დეზინფექციას ატარებს დეზინფექტორი, სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილების ექიმი-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
5. სატრანსპორტო საშუალებებზე (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში) სადეზინფექციო სამუშაოების მოცულობასა და თანამიმდევრობას განსაზღვრავს სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილების ექიმი-სპეციალისტი.
6. საჰაერო ხომალდებზე დეზინფექციას ატარებენ შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ტრაპის ქვედა საფეხურზე იდება სქელი პარალონის საფენი, რომლის ზემოდანაც თავსდება სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ტილო. ტრაპის სახელურები იწმინდება სადეზინფექციო ხსნარით დასველებული ტილოთი;
ბ) ავადმყოფის პირადი ნივთები გროვდება ბრეზენტის ტომარაში, ილუქება, გარედან ტომარას ესხურება 5%-იანი ფენოლინის ხსნარი და იგზავნება კამერული დეზინფექციის ჩასატარებლად;
გ) იმ მგზავრების პირადი ნივთები, რომლებიც გაბინძურდა ავადმყოფის გამონაყოფით (გამონადენით), თავსდება ინდივიდუალურ ბრეზენტის ტომარაში, ილუქება, გარედან ესხურება ფენოლინის 5%-იანი ხსნარი და იგზავნება კამერული დეზინფექციის ჩასატარებლად;
დ) საჰაერო ხომალდის კუთვნილი დაბინძურებული რბილი ინვენტარი (ფარდაგები, შალითები, ფარდები, პირსახოცები და სხვა) გროვდება ბრეზენტის ტომარაში, ილუქება, ინამება 5%-იანი ფენოლინის ხსნარით და იგზავნება კამერული დეზინფექციის ჩასატარებლად;
ე) პირნაღები მასა გროვდება თავსახურიან სათლში (ვედროში), გამოაქვთ საჰაერო ხომალდიდან და ემატება ქლორიანი კირი ანგარიშით: 2 ნაწილი ქლორის ფხვნილი და 5 ნაწილი სადეზინფექციო მასა, გულდასმით აირევა და ტოვებენ 30 წუთით, რომლის შემდეგაც აღნიშნული გადაიღვრება საკანალიზაციო ქსელში;
ვ) ნარჩენები გროვდება თავსახურიან სათლში, უკეთდება ისეთივე დეზინფექცია, როგორიც პირნაღებ მასას ან იწვება;
ზ) სამგზავრო სალონსა და საბარგულის ნაწილში შიდა ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება ტარდება სამჯერადად სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ტილოთი. სადეზინფექციო ხსნარით ყოველი დამუშავების შემდეგ ზედაპირი იწმინდება მშრალი ტილოთი;
თ) დეზინფექციის ჩატარების წინ საბარგული თავისუფლდება ბარგისაგან და ბარგის თითოეული ადგილი იწმინდება სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ტილოთი ან ასხურებენ სპეციალური საფრქვევით;
ი) თვითმფრინავის ბორტზე არსებული ჭურჭელი გროვდება კონტეინერებში და იგზავნება საბორტო კვების საამქროში, სადაც გასაუვნებელყოფად თავსდება რეკომენდებულ სადეზინფექციო ხსნარში 30 წუთამდე.
7. ეკიპაჟის კაბინაში დეზინფექცია ტარდება ეკიპაჟის წევრების ინფექციური დაავადების შემთხვევაში ან ეკიპაჟის წევრების ინფექციით დაავადებულთან ან დაავადებაზე ეჭვმიტანილთან კონტაქტისას.
8. ეკიპაჟის კაბინის დეზინფექციისას, შიდა ზედაპირი და მოწყობილობა იწმინდება სამჯერადად, სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ტილოთი. ყოველი ასეთი გაწმენდის შემდეგ ზედაპირი მშრალდება მშრალი ჩვრით.
9. ეკიპაჟის კაბინის დეზინფექციისას ყველა სამუშაო ტარდება აეროპორტის ტექნიკური მომსახურების საამქროს წარმომადგენლის კონტროლის ქვეშ.
10. საჰაერო ხომალდის დეზინფექციის ჩატარების შემდეგ მის სათავსებს ანიავებენ შესაბამისი წესის დაცვით მშრალი, თბილი ჰაერის ნაკადით.
11. დეზინფექციის დროს გამოყენებული ტილოები თავსდება სადეზინფექციო ხსნარიან ავზში 30 წთ-ით, შემდეგ ირეცხება ცხელი წყლით სარეცხი საშუალების გამოყენებით ან იწვება.
12. დეზინფექციის დამთავრების შემდეგ თვითმფრინავის ტრაპსა და მის სახელურებს განმეორებით უტარდება დეზინფექცია.
13. დეზინფექცია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლის მიხედვით ტარდება ანალოგიურა