1. პროფილაქტიკური დეზინფექცია მიმართულია გამოუვლინებელი წყაროებიდან (ავადმყოფები და ბაცილამატარებლები) ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციების გამომწვევების გავრცელების აღსაკვეთად.

2. სატრანსპორტო საშუალებებში პროფილაქტიკური დეზინფექცია ტარდება დალაგების წინ, უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით.

3. საჰაერო ხომალდების სანიტარიულ კვანძებს პროფილაქტიკური დეზინფექცია უტარდებათ საბოლოო ან საბაზო აეროპორტებში ჩამოფრენისას ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა აეროპორტებში.

4. საჰაერო ხომალდების სანიტარიული კვანძის პროფილაქტიკური დეზინფექცია ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) საპირფარეშოს დაცარიელებული ავზი ივსება სადეზინფექციო ხსნარით 2/3-ის მოცულობით;

ბ) კედლები იწმინდება სადეზინფექციო ხსნარში ზომიერად დასველებული ჩვრით, ან გამოიყენება სპეციალური ხელით სასხურებლები. კედლები დამუშავების შემდეგ იწმინდება მშრალი ჩვრით;

გ) საპირფარეშოს ნიჟარები, რეზინის საფენები, იატაკები მუშავდება რეკომენდებული სადეზინფექციო ხსნარებით. დეზინფექციის დამთავრების შემდეგ ზედაპირი იწმინდება მშრალი ჩვრით;

დ) ხელსაბანი ნიჟარები ირეცხება ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

5. ჟანგბადის ნიღბები და სალაპარაკო მოწყობილობები იწმინდება ცხელი საპნიანი ხსნარით რეგლამენტის შესაბამისად.

6. თვითმფრინავების ბორტზე არსებული ჭურჭელი გროვდება კონტეინერებში და იგზავნება ბორტის კვების საამქროში, სადაც მათ ამუშავებენ საზოგადოებრივი კვების წარმოებისათვის შესაბამისი სანიტარიული წესების დაცვით.

7. გემებზე სასმელი წყლის რეზერვუარების დეზინფექცია ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) ნაპირიდან წყლის ასაღები მილები უნდა ინახებოდეს მისთვის გამოყოფილ ადგილზე და უნდა გამოიყენებოდეს მკაცრად განსაზღვრული მიზნით;

ბ) მილების მდგომარეობა მოწმდება ყოველი გამოყენების წინ;

გ) მილების დაბინძურების შემთხვევაში ტარდება დეზინფექცია რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებებით. დეზინფექციის შემდეგ მილები ირეცხება გამდინარე სუფთა წყლით.

8. სანიტარიული თვალსაზრისით საშიში ტვირთის (ცხოველები, ფრინველები, ტყავი, ბეწვი, ჯაგარი, ძვალი და სხვა) გადატანის შემთხვევაში საბარგო ვაგონების, ტრიუმებისა და სხვა სათავსების დეზინფექცია ხორციელდება გადმოტვირთვის შემდეგ დიდი რაოდენობით სადეზინფექციო საშუალებების მოსხურებით, დეზინფექციის შემდეგ ნარჩენების გატანითა და სველი წესით დალაგები