1. სადეზაქტივაციო ხსნარი ისეთი შედგენილობის უნდა იყოს, რომ რადიოაქტიური ნივთიერება გაიხსნას მასში და არ მისცეს საშუალება კვლავ დაილექოს გასაწმენდ ობიექტზე. ამიტომ იგი უნდა შეიცავდეს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, მაგალითად როგორიცაა: იონოგენური ნივთიერებები – ОП-7, ОП -10, ანიონაქტიური პრეპარატები – სულფანოლი, „ნოვოსტი”, აგრეთვე გამხსნელებს – მჟავებს (მარილმჟავა, აზოტმჟავა, მჟაუნმჟავა, ლიმონმჟავა და სხვ.), ტუტეებს, კომპლექსწარმომქმნელ ნაერთებს – ტრილონ-ბ, პოლიფოსფატებსა და სხვ. რეკომენდებულია პეტროვის (ნავთის) კონტაქტი, რომელიც ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაცაა და კარგი გამხსნელიც (გოგირდმჟავას შემცველობის გამო). ტექნიკისა და ზედაპირების სადეზაქტივაციოდ გამოიყენება აგრეთვე ფხვნილების СФ-2-ის 15%-იანი და СФ -2У-ს 0,075%-იანი ხსნარები.
2. დაბინძურებული ზედაპირების სადეზაქტივაციოდ მოწოდებულია სხვადასხვა სახის სტანდარტული ხსნარები:
ა) №1 ხსნარი – პეტროვის კონტაქტის 30%-იანი ხსნარი;
ბ) №2 ხსნარი – პეტროვის კონტაქტის 300 მლ, 10 გ - მჟაუნმჟავა, 50 გ – სუფრის მარილი, წყალი – 1ლ-მდე;
გ) №3 ხსნარი – „ნოვოსტი” – 10 გ (ან ОП -7 3 გ), 40გ 100%-იანი მარილმჟავა (ან 1,18 ხვედრითი წონის 100 მლ), 4 გ ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატი, წყალი 1ლ-მდე;
დ) №4 ხსნარი – მანგანუმმჟავა კალიუმი – 40 გ, გოგირდმჟავა – 5გ, წყალი 1 ლ-მდე (ამ ხსნარით 10-15 წუთის დამუშავების შემდეგ ზედაპირი დამატებით უნდა გაიწმინდოს №2 ხსნარით);
ე) №5 ხსნარი – 10 გ ნატრიუმის ტუტე, 10 გ ტრილონ-ბ, 1 ლ-მდე წყალი.
3. ხელსაწყოების სადეზაქტივაციოდ გამოყენებულია:
ა) №6 ხსნარი – ლიმონმჟავას ან მჟაუნმჟავას 1-2%-იანი ხსნარი, ან
ბ) №7 ხსნარი – ნატრიუმსულფატის ან ჰექსამეტაფოსფატის 1-2% ხსნარები.
4. თუ აღნიშნული სტანდარტული შედგენილობის ხსნარები არ არის, შეიძლება ამ ხსნარების წყალში გახსნილი ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის – ფხვნილი „ნოვოსტი”, ОП -7, ОП -10, ტრილონ-ბ, სამნატრიუმიანი ფოსფატი და სხვ. ცალკე გამოყენება.
5. თუ დაბინძურების ხარისხი აღწევს 3,7.1010ბკ/მ2 (1კიური/მ2), მაშინ ტრანსპორტისა და სხვა ტექნიკის დეზაქტივაციისათვის გამოიყენება ხსნარი, რომელიც შეიცავს ОП -7–ის 0,3% ემულსიისა და კალცინირებული სოდის 2% ხსნარს (ან ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატის 0,7% ხსნარს).
6. თუ დაბინძურების ხარისხი აღწევს 7,4.1010ბკ/მ2 (2კიური/მ2), მაშინ ზემოაღნიშნულ ხსნარს უნდა დაემატოს მარილმჟავას 2%-იანი ხსნარი, აგრეთვე კოროზიის საწინააღმდეგო ნივთიერებაც – ПБ-5-ის 0,2%-იანი ხსნარი.
7. აღნიშნული ხსნარები გამოიყენება ზაფხულის პერიოდში. ზამთრის პირობებში მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს შემდეგი შემადგენლობის ხსნარები: ОП-7, 0,3%-იანი ემულგირებული წყალხსნარი, მარილმჟავას 2%-იანი ხსნარი, კოროზიის ინჰიბიტორის ПБ-5-ის 0,1%-იანი ხსნარი, კალციუმის ქლორიდი (ან მაგნიუმის ქლორიდი), აგრეთვე СФ-2У-ს 0,075%-იანი ხსნარი.
8. დეზაქტივაციისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მანქანები АТЗ-3-157, АЦМ-150. უმჯობესია სხვადასხვა ტიპის ავტომატური ავტოსამრეცხაოებ