1. რადიოაქტიური ნივთიერებების ჩამორეცხვა წნევის ქვეშ მყოფი წყლის ჭავლით მეტად ეფექტურია. ამისათვის გამოიყენება მოტოპომპები (დანადგარი АПС, აგრეთვე სახანძრო მანქანები, ზეთისა და ბენზინგამმართველები, სხვადასხვა სისტემის მექანიკური და ხელის ტუმბოები).

2. რადიოაქტიური მტვრის ჩამორეცხვისას ტრანსპორტის მთელი კორპუსი ძლიერი ჭავლით თანდათან უნდა ჩამოირეცხოს ზემოდან ქვემოთ. ჭავლი დასამუშავებელ ზედაპირთან მიმართული უნდა იყოს კუთხით, რათა წყალი ქვევით ჩამოიღვაროს და არ მოხდეს მისი გვერდებზე გაშხეფება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კიდეებსა და ნაპრალებს. ამგვარი დამუშავების შემდეგ ობიექტის დაბინძურების ხარისხი 10-20-ჯერ მცირდება.

3. დეზაქტივაციის მეთოდი – რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორება წნევის ქვეშ მყოფი წყლის ჭავლით – საშუალებას იძლევა დეზაქტივაცია ჩატარდეს ხანმოკლე პერიოდში, სწრაფად, მაგრამ მისი განხორციელებისათვის საჭიროა ახლო ს განთავსებული იყოს მსხვილი წყალმომარაგების წყარო (მდინარე, ტბა, გუბურა) ან წყლის დიდი სათავსები.

4. აღნიშნული მეთოდის ნაკლია ნახმარი წყლების გაუვნებლობის პრობლემა, რადგან ამ დროს ძალზე დიდი მოცულობით წარმოიქმნება რადიოაქტიური ნახმარი წყლებ