1. ზამთრის პირობებში დეზაქტავაცია რამდენადმე გართულებულია სხვადასხვა მკვრივი დაბინძურებული ნაწილაკების ზედაპირებზე მიკრობის გამო – გასქელებული საპოხი საშუალებები, დაბინძურებული მყარი ნაწილაკები, ტალახი, ყინული და სხვა. მათი მოშორება დაბალი ტემპერატურის პირობებში გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. გართულებულია სადეზაქტივაციო წყალხსნარების გამოყენებაც.
2. ზამთრის პირობებში დეზაქტივაციისას, უპირველეს ყოვლისა, ზედაპირებს უნდა მოშორდეს გასქელებული და მიმხმარი ნაწილაკები ყინულის საფხეკებით, ცხელი წყლით, ორთქლით (АГВ-3М, ДДА-53 და სხვ.).
3. ზამთრის პირობებში დეზაქტივაციისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს CФ-2-ის ფხვნილის 0,3%-იანი ხსნარი 20-25%-იანი ნიშადურის წყალში ან გამხსნელებში (ბენზინი, ნავთი, დიზელის საწვავი, დიქლორეთანი) ან CФ-2У-ს 0,075 %-იანი ხსნარი.
4. ზამთრის პირობებში დასაშვებია ჩატარდეს ორმაგი, სამმაგი ჩამოწმენდა თოვლის მეშვეობით. დაბინძურებული თოვლი შემდეგში უნდა მოსცილდეს ტამპონებით, ძენძით, ხოლო ეს უკანასკნელი სათანადოდ დაიმარხოს. აღნიშნული მეთოდი უბრალო და ადვილად შესასრულებელი