1. სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ხელების, სხეულის ღია ნაწილებისა და ინდივიდუალური დაცვითი საშუალებების დეზაქტივაციის ჩატარების შემდეგ მიღებული თხევადი და მყარი ნარჩენები საჭიროებენ სპეციალური ქმედებების ჩატარებას, რათა არ მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გავრცელება.
2. დეზაქტივაციის შედეგად წარმოქმნილი სითხეები მიეკუთვნებიან რადიოაქტიურ ნარჩენებს, თუ მათი აქტივობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბის დონეს.
3.აკრძალულია თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების ჩაშვება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და სანიაღვრე კანალიზაციაი, წყალსატევებში, მდინარეებში, ჭებში, ჭაბურღილებში, სარწყავ და საფილტრავ ველზე, მიწისქვეშა სარწყავ სისტემასა და ნიადაგის ზედაპირზე, თუ მათი რადიაციული მახასითებელები აღემატებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ დონეებს მათი გარემოში გასაშვებად
4. თხევადი რადიოაქტიური ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ 15 დღე-ღამეზე ნაკლები ნახევარდაშლის პერიოდის მქონე რადიონუკლიდებს, გროვდება განცალკევებით სხვა რადიოაქტიური ნარჩენებისაგან და ყოვნდება დროებით სპეაცილურ სალექარში აქტივობის დონის შემცირებამდე არა უმეტეს პ.2. მითითებული მნიშვნელობისა. ასეთი დაყოვნების შემდეგ თხევადი ნარჩენები ჩაიშვება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო კანალიზაციაში.
5. სპეციალურ საკანალიზაციო სისტემაში რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ხსნარების ჩაშვებისას გათვალისწინებული მიმღებები (ნიჟარები, ტრაპები, არხები, ორმოები, მშთანმთქმელი ჭები) დამზადებული, ან მათი ზედაპირები დაფარულ უნდა იქნეს მდგრადი, კოროზიასგამძლე მასალებისაგან და უნდა გამორიცხავდეს ხსნარების გაჟონვას, გადმოღვრას, გადმოშხეფებას.
დანართი
ცხრილი 1
დეზაქტივაციისათვის საჭირო სადეზაქტივაციო ხსნარების, მასალებისა და დროის საჭირო რაოდენობა
ტრანსპორტის დასახელება
დამუშავება წყლის ჭავლით
დამუშავება სადეზაქტივაციო ხსნარების კომპლექსების, მოწყობილობების, ჯაგრისიანი ბრანდსპოიტებით
სადეზაქტივაციო ხსნარში ან წყალში დასველებული ძენძით გასუფთავება
შიდა ზედაპირების გასუფთავება გამხსნელებით ან სადეზაქტივაციო ხსნარებით
წყალი,დრო
დრო, წუთი
ხსნა-
რი, ლ
დრო, წუთი
ხსნა
რი, ლ
ძენძი,კგ
დრო, წუთი
გამხსნელი ან სადეზაქ
ტივაციო ხსნარი, ლ
ძენძი,კგ
ავტომანქანა*
(მსუბუქი, საბარგო) თვითმფრი-
ნავი
ორი
ბრანდსპოიტით
ოთხი
ბრანდსპოიტით
400
600
1000
1000
2500
10
24
25
70
50
70
120
300
20
40
70
85
7
10
–
–
3
5
–
–
40
70
–
–
3
2–3
3-5
8-12
1
1
1-2
2-3
* დეზაქტივაციის დრო მოცემულია ერთი ბრანდსპოიტის გამოყენების შემთხვევაში
შენიშვნა: ისეთი სატრასპორტო საშუალებების დეზაქტივაციისას, რომელიც ამ ცხრილში არ არის მოცემული, ხარჯვა სადეზაქტივაციო ხსნარისა და გარე ზედაპირების დამუშავების დრო განსაზღვრულ უნდა იქნეს დასამუშავებელი ზედაპირის ფართისა (კვადრატულ მეტრებში) და ხსნარების ხარჯვის ნორმების მიხედვით:
საორენტაციოდ მიღებულია:
ძენძით გასუფთავება – 0,4-0,5 ლ/მ2;
ჯაგრისით გასუფთავება -2,5-3 ლ/მ2;
წყლის ჭავლით გასუფთავება – არანაკლებ 20 ლ/მ2;
ობიექტის ზედაპირის 1 მ2–ის დამუშავების დრო – ძენძით დამუშავებისას -1 წუთი, ჭავლით დამუშავებისას – 0,5 წუთი.
ცხრილი 2
სადეზაქტივაციო საშუალებების ზედაპირების რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები დონეები, ნაწილაკის /(სმ2/წთ)
გაბინძურე-
ბის ობიექტი
დაბინძურების სახეობა
აცილებადი (არაფიქსირებული)
არააცილებადი (ფიქსირებული)
ალფა-აქტიური რადიონუკლი-
დები
ბეტა-აქტიური რადიონუკლი-
დები
ალფა-აქტიური რადიონუკლიდები
ბეტა-
აქტიური რადიონუკლი
დები
კონტეინერის დამცველი ტარის გარე ზედაპირი
არ არის დასაშვები
არ არის დასაშვები
არ რეგლამენტირდება
200
ვაგონ-
კონტეინერის გარე ზედაპირი
არ არის დასაშვები
არ არის დასაშვები
არ რეგლამენტირდება
200
კონტეინერის დამცველი ტარის შიდა ზედაპირი
1,0
100
არ რეგლამენტირდება
2000
სატრასპორ-
ტო კონტეინერის გარე ზედაპირი
1,0
100
არ რეგლამენტირდება
2000
ცხრილი 3
სამუშაო ზედაპირების, კანის, სპეცტანსაცმელის, პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები დონეები ნაწილაკი/(წუთი(სმ2)
დაბინძურებული ობიექტები
ალფა-აქტიური ნუკლიდები
ბეტა-
აქტიური ნუკლიდები
ცალკე-
ული*
დანარ-
ჩენი
დაუზიანებელი კანი, სპეცთეთრეული, ინდივიდუალური დაცვის საშაულებების შიდა ზედაპირი
2
2
200
ძირითადი სპეცტანსაცმელი, დამატებითი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შიდა ზედაპირი, სპეცტანსაცმელის გარეთა ზედაპირი
5
20
2000
პერსონალის მუდმივსამყოფელი. შენობებისა და მასში განლაგებული დანადგარების ზედაპირები
50
20
2000
სანშლუზებში გასახდელი დამატებითი ინდივიდუალური დაცვის საშაულებების გარეთა ზედაპირი
50
200
10000
* ცალკეულს მიეკუთვნება d-აქტიური ნუკლიდები, რომელთა საშუალო წლიური დასაშვები მოცულობითი აქტივობა სამუშაო შენობის ჰაერში <0,0003 ბკ/ლ.
შენიშვნა: კანის, სპეცტანსაცმლის, ინდივიდულური დაცვის საშუალებებისათვის ნორმირებულია ალფა-აქტიური რადიონუკლიდებით საერთო (ფიქსირებული და არაფიქსირებული) რადიოაქტიური დაბინძურება. ყველა სხვა შემთხვევაში ნორმირდება არაფიქსირებული დაბინძურება (კანის დაბინძურების ფართი არ უნდა აღემატებოდეს 300 სმ2