1. დეზაქტივაცია უნდა ჩატარდეს სპეციალურ სამრეცხაოებში, სადაც რეცხვის დროს გამოიყენება სადეზაქტივაციო ხსნარები იმის მიხედვით, თუ რა სახის ქსოვილია სადეზაქტივაციო. თუ გასასუფთავებელია პოლიმერული მასალისაგან დამზადებული ქსოვილი, გამოიყენება სულფიდის შემცველი მჟაუნმჟავას ხსნარი, ბამბის ქსოვილის (ან ტყავის) დეზაქტივაციისათვის იხმარება სარეცხი საპონი, ფხვნილები ან კომპლექსწარმომქმნელი ნაერთები.
2. სპეცტანსაცმელის დეზაქტივაცია უნდა ჩატარდეს სპეციალურ სამრეცხაოებში, სადაც დაბინძურებული ტანსაცმელი რადიოაქტიური დაბინძურების ხარისხის მიხედვით დოზიმეტრული მეთოდით უნდა დაახარისხონ და ამ მონაცემების საფუძველზე გარეცხონ ცალ-ცალკე. დახარისხება დაბინძურების ხარისხის გარდა, უნდა ჩაატარონ თვით ტანსაცმლის ხასიათის მიხედვითაც (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საცვლები და სხვ.), ვინაიდან მათი დეზაქტივაციის მეთოდები სხვადასხვაგვარია.
3. დამხარისხებელი განყოფილების გარდა, სამრეცხაოს უნდა ჰქონდეს სარეცხი, საშრობი და სუფთა ტანსაცმლის გაცემის განყოფილებები.
4. თუ სპეცტანსაცმლის დაბინძურების ხარისხი არ აღემატება დასაშვებ დონეს, მისი გარეცხვა შეიძლება ჩვეულებრივი სარეცხი მანქანით. თუ დაბინძურება ძლიერია, მაშინ საჭიროა СТМ–50 ტიპის სარეცხი მანქანის გამოყენება. აპკოვანი ტანსაცმელი უნდა გარეცხონ СТМЛ ტიპის სარეცხ მანქანებში. ზოგჯერ, ერთობ ძლიერი დაბინძურების დროს, რეცხვის წინ, საჭიროა სპეცტანსაცმლის ან ფეხსაცმლის წინასწარი დალბობა გარკვეული რაოდენობით აქტივობის მოსაცილებლად.
5. ინდივიდუალური დაცვითი საშუალებების დეზაქტივაციის მეთოდი დამოკიდებულია იმ მასალის ხასიათზე, რომლისგანაც ამზადებენ მას. მაგალითად, ბამბის ქსოვილები არაძლიერი დაბინძურების შემთხვევაში კარგად სუფთავდება ჩვეულებრივი გარეცხვით, ხოლო თუ დაბინძურება ძლიერია, გარეცხვა, რასაკვირველია, საკმარისი არ არის, აგრესიული ხსნარებით დამუშავება კი ქსოვილს შლის. დამუშავებას შედარებით უკეთ იტანს სინთეზური ქსოვილისაგან დამზადებული სპეცტანსაცმელი (ქლორინი, ლავსანი და სხვ.), განსაკუთრებით კარგად კი – აპკოვანი სპეცტანსაცმელი (პოლივინილქლორიდის, პოლიეთილენის და სხვ.