1. სატრანსპორტო საშუალებების დეზაქტივაციისას ინდივიდუალური დაცვითი საშუალებების არაწესიერი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ხელებისა და სხეულის ღია ნაწილების, თვალების დაბინძურებას, რაც გადაუდებლად მოითხოვს მათ დეზაქტივაციას.

2. ხელების დეზაქტივაციის ხარისხი დამოკიდებულია დაბინძურების ხარისხზე. თუ დაბინძურების ხარისხი ზღვრულად დასაშვებ დონეს 5-10-ჯერ მეტად არ აღემატება, მაშინ ხელების დაბანა წყლითა და სარეცხის საპნით საკმაოდ ეფექტურია. თუ დაბინძურების ხარისხი მეტია და თანაც დაბინძურება დიდხანს გრძელდება, რის შედეგადაც რადიოაქტიური ნივთიერება არა მარტო მექანიკურად არსებობს კანზე, არამედ შეჭრილია ღრმა ფენებში და დაფიქსირებულია უჯრედებში (სტრუქტურული დაბინძურება), მაშინ გამდინარე წყლითა და სარეცხის საპნით დაბანასთან ერთად საჭიროა სპეციალური სადეზაქტივაციო ხსნარების გამოყენება.

3. სადეზაქტივაციო ხსნარების შედგენილობა ისეთი უნდა იყოს, რომ მათმა ხშირმა ხმარებამ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ვინაიდან დაზიანებული კანიდან ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერების შეღწევის (პერკუტანული შეწოვა) საშიშროება უფრო იზრდება.

4. კანის დეზაქტივაციისათვის შეიძლება რადიოაქტიურობით დაბინძურებული წყლის გამოყენებაც, თუ სხვა რაიმე საშუალება (სუფთა წყალი, სადეზაქტივაციო ხსნარი) არ არის. დადგენილია, რომ ხელებზე არსებული კუთრი აქტიურობა (ბკ/სმ2) დაბინძურებული წყლის კუთრი აქტიურობის ტოლიც რომ იყოს (ბკ/მლ), 90%-მდე მაინც ასუფთავებს მას.

5. კანის დეზაქტივაცია, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს გამდინარე წყლით ხელის საპნითა და ჯაგრისის საშუალებით. კარგია დასაბანად აგრეთვე სარეცხი ფხვნილი – „ნოვოსტი” ან „ერა”, 3%-იანი ლიმონის მჟავა. თუ დოზიმეტრული კონტროლი უჩვენებს, რომ ასეთი დამუშავება საკმარისი არ არის, მაშინ იწყებენ კანის დამუშავებას სადეზაქტივაციო საშუალებებით, მაგრამ მათი გამოყენება მოითხოვს მკაცრ საექიმო კონტროლს კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.

6. კარგ სადეზაქტივაციო საშუალებად ითვლება ხსნარი, რომლეიც შეიცავს კომპლექსწარმომქმნელ ნივთიერებას – 5 გ ედტა – (ტრილონ-ბ), 5 გ ნატრიუმის ბიოსულფატი, 5გ სახამებელი, 35 გ ნატრიუმის კარბონატი (უწყლო) 1ლ წყალში. ხმარების წინ ხსნარი უნდა შეინჯღრეს. ამ ხსნარით კარგად უნდა დაიბანონ ხელები ჯაგრისით, კანი მოიბანონ დოლბანდის ან ბამბის ტამპონებით, გადაივლონ სუფთა წყალი. ასეთი პროცედურა შეიძლება განმეორდეს 2-3-ჯერ.

7. შეიძლება აგრეთვე კალიუმის პერმანგანატის 4%-იანი ხსნარის გამოყენებაც. ამ ხსნარით დამუშავების დროს კანზე შეიძლება ყავისფერი ლაქები გაჩნდეს, რომელთა მოშორება ხდება ნატრიუმის ბისულფატის ახლად დამზადებული 5%-იანი ხსნარით.

8. ზოგ შემთხვევაში, თუ ცნობილია ნაერთი, რომლითაც მოხდა კანის დაბინძურება, ხელების დეზაქტივაციის მიზნით შესაძლებელია ყველაზე ოპტიმალური სადეზაქტივაციო საშუალებების შერჩევა („ზაშჩიტა”, ტრილონ-ბ, „ნოვოსტი”, პრეპარატი 116 და სხვ.).

9. ზემოაღნიშნული სადეზაქტივაციო საპნის ფხვნილების გამოყენება ხდება შემდეგნაირად: საპნის ფხვნილი უნდა დაიყაროს ხელის გულზე 1 ჩაის კოვზის ოდენობით, დაემატოს მცირე რაოდენობის წყალი და კარგად აქაფდეს 1 წუთს. შემდეგ ეს ქაფი უნდა ჩამოიბანოს გამდინარე წყლით 1 წუთის განმავლობაში. განმეორებითი დაბანის შემთხვევაში ჩამობანა უნდა მოხდეს 2 წუთის განმავლობაში.

10. თუ განმეორებითმა დეზაქტივაციამ შედეგი მაინც არ მოგვცა, უმჯობესია კანის შემდგომი დამუშავებისაგან თავი შევიკავოთ კანის ძლიერი გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით და რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ გავიმეოროთ დეზაქტივაცია.

11. თვალის არეებისა და თვით თვალების დაბინძურების შემთხვევაში საჭიროა ფრთხილად მათი ჩამობანვა სოდის 3%-იანი ხსნარით, რათა რადიოაქტიურობა არ გადავიდეს სახის სხვა ნაწილებზე.

12. სახის კანისა და თმების დეზაქტივაციისათვის წყლისა და საპნის გარდა, შეიძლება შამპუნის გამოყენება, რომელსაც უნდა დაემატოს 3%-იანი ლიმონის მჟავა, ზოგჯერ კი კომპლექსწარმომქმნელი ნაერთი. კბილები უნდა გაიწმინდოს ჩვეულებივი პასტითა და ჯაგრისით, შეიძლება 3%-იანი ლიმონმჟავას ხსნარის გამოყენებაც. პირის ღრუს დეზაქტივაციისათვის იხმარება წყალბადის ზეჟანგის 3,6%-იანი ხსნარი და ცხვირის ღრუს გამოსარეცხად – ფიზიოლოგიური ხსნარი.

14. მცირე მოცულობის კანის დეზაქტივაცია შეიძლება ლეიკოპლასტირითაც. თუ ეს ადგილი თმითაა დაფარული, მაშინ ჯერ თმები უნდა მოვაშოროთ და შემდეგ დავაკრათ ლეიკოპლასტირი. ლეიკოპლასტირის მოშორების შემდეგ მას თან გაჰყვება რადიოაქტიურობა. ლეიკოპლასტირის დაკვრა შეიძლება რამდენჯერმე გავიმეოროთ.

14. დეზაქტივაციის დამთავრების შემდეგ კანი უნდა დაიფაროს რაიმე ინდიფერენტული მალამოთი (მაგალითად, ლანოლინის მალამო).

15. დეზაქტივაციის ეფექტურობის ხარისხი უნდა განისაზღვროს დანართი 1-ის მე-3 ცხრილის მეშვეობით, რომელშიც მოცემულია სამუშაო ზედაპირების, კანის, სპეცტანსაცმელის, პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები მნიშვნელობებ