1. რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორება ზედაპირიდან სადეზაქტივაციო ხსნარით, წყლით ან გამხსნელებით დასველებული ტამპონებით, ძირითადად წარმოებს სატრანსპორტო საშუალებების შიდა ზედაპირებისა და შიდა მოწყობილობების (სკამი, მაგიდა, ხელსაწყოები, აპარატურა და სხვ.) დეზაქტივაციისათვის. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსხვილი ობიექტების დეზაქტივაციისათვისაც.
2. დეზაქტივაციის ამ მეთოდის გამოყენებისას ამზადებენ ტამპონებს (ჩალიჩებს). აბაზანაში ან რომელიმე სხვა სათავსოში ჩაასხამენ სადეზაქტივაციო ხსნარს. ამ ხსნარში დასველებული ტამპონებით ზევიდან ქვევით წმენდენ დაბინძურებულ ზედაპირებს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც დეტალები ერთმანეთს უერთდება და კიდეებში. გარეთა ზედაპირები იწმინდება კარგად დასველებული ტამპონებით, ხოლო შიდა ზედაპირები – ნაწილობრივ გაწურული ტამპონებით. ტამპონები უნდა ტრიალდებოდეს დაბინძურებული ზედაპირიდან სუფთა მხრით, ხოლო, როცა მთლიანად გაბინძურდება, იგი უნდა ჩაიმარხოს სპეციალურად ამისათვის გათხრილ ორმოში.
3. დაბინძურებული ტამპონების ჩადება სადეზაქტივაციო ხსნარში დაუშვებელია.
4. სრული დეზაქტივაციის მისაღწევად ასეთი სახის გაწმენდა უნდა გამეორდეს ორ-სამჯერ. ყოველი გაწმენდის შემდეგ ზედაპირი უნდა გასუფთავდეს მშრალი ტამპონით.
5. ძენძის უქონლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სხვა მასალა, მათ შორის თივა, ჩალა.
6. დეზაქტივაციისათვის საჭირო ხსნარების, მასალებისა და დროის რაოდენობა მოყვანილია დანართი 1-ის 1-ლ ცხრილშ