მზა პროდუქციასთან უშუალო შეხებაში მყოფ მომუშავე პერსონალს ჩამონარეცხების მეთოდით უტარდება სანიტარიული ტანსაცმლის კონტროლი. ამ მიზნით, სტერილური, დასველებული ტამპონით (იხ. ზევით) წმენდენ ხალათის წინა ნახევრებსა და სახელოებს. შემდეგ ტამპონს კვლავ ათავსებენ. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურხსნარიან სინჯარაში, კარგად შეანჯღრევენ და თესავენ 10სმ3
რაოდენობის კესლერის ნიადაგში (ლივლივებით). ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 18-24 სთ-ის განმავლობაში. სანიტარიული ტანსაცმელი ითვლება სუფთად, თუ ჩამონარეცხში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები არ აღმოჩნდა.