1. მეთოდი დაფუძნებულია მიკროორგანიზმების მიერ რძეში გამოყოფილი ფერმენტებით რეზაზურინის აღდგენაზე. რეზაზურინის შეფერილობის ცვლილებების ხანგრძლივობის მიხედვით მსჯელობენ უმი რძის ბაქტერიულ მოთესვიანობაზე. ანალიზი უნდა ჩატარდეს მოწველიდან არა უადრეს 2 საათისა.
2. სინჯარებში ასხავენ თითო სმ3 რეზაზურინის ხსნარს და 10-10სმ3 გამოსაკვლევ რძეს, ახურავენ რეზინის საცობებს და სინჯარების სამჯერადი გადაბრუნებით ფრთხილად ურევენ.
3. სინჯარებს ათავსებენ სარედუქტოროში, წყლის აბაზანაში ან თერმოსტატში 38-400
C ტემპერატურაზე. სარედუქტაზოში ან წყლის აბაზანაში რძიანი სინჯარების მოთავსებისას წყალი უნდა ფარავდეს სინჯარებში ჩასხმული სითხის დონეს ან ოდნავ აღემატებოდეს მას. მთელი კვლევის მანძილზე წყლის ტემპერატურა უნდა იყოს (37+-10
C).
4. ტემპერატურაზე რძიანი სინჯარები, რეზაზურინით ანალიზის მსვლელობისას, დაცული უნდა იყოს პირდაპირი მზის სხივებისგან. სარედუქტაზოში სინჯარების ჩაწყობის მომენტს თვლიან ანალიზის დასაწყისად. ჩვენების ათვლას ახდენენ 1 სთ-ისა და 1,5 სთ-ის შემდეგ. 20 წთ-ის შემდეგ გაუფერებულ რძიან სინჯარებს იღებენ სარედუქტაზოდან. ამ სინჯარებებში რძის შეფერილობის წარმოქმნა შენჯღრევისას მხედველობაში არ მიიღება.
5.1 სთ-ის შემდეგ დარჩენილი სინჯარები ამოაქვთ სარედუქტაზოდან. სინჯარები, რომლებსაც აქვთ ნაცრისფერ-იასამნისფერიდან იასამნისფრამდე (ნაცრისფერი ელფერით) შეფერვა, ტოვებენ სარედუქტაზოში კიდევ 30 წთ-ს. შედეგების შეფასება.
6. რძის გაუფერულების ხანგძლივობის ან ფერის შეცვლის მიხედვით რძეს მიაკუთვნებენ მე-2 ცხრილში მითითებული ოთხი კლასიდან ერთ-ერთს.
ცხრილი 2
კლასი
ფერის შემცველის ხანგრძლივობა
რძის შეფერილობა
1სმ3 მიკროორგანიზ-
მების საორიენტაციო რაოდენობა
უმაღლესი
1,5 სთ-ის შემდეგ
რუხი იასამნისფერი იასამნისფე-
რამდე ბაცი რუხი ელფერით
300 ათასამდე
I
1 სთ-ის შემდეგ
იასამნისფერი ვარდისფერი ელფერით ან მუქი ვარდისფერი
300 ათასიდან 500 ათასამდე
II
1 სთ-ის შემდეგ
ღია ვარდისფერი ან თეთრი
500 ათასიდან 4 მილიონამდე
III
1 სთ-ის შემდეგ
თეთრი
4 მილიონიდან 20 მილიონამდე