1.სინჯების აღებას აწარმოებენ ასეპტიკური პირობების დაცვით გოსტ 26668-85-ის მიხედვით.

2.ფხვნილებიდან და ფხვიერი პროდუქტებიდან სინჯებს შემდეგნაირად იღებენ:

ა) თუ სამომხმარებლო ტარაში პროდუქტის მასა ნაკლებია ასაღები სინჯის მასაზე, მაშინ იღებენ პროდუქტის რამდენიმე ერთეულს;

ბ) თუ სამომხმარებლო ტარაში პროდუქტის მასა მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასის ტოლია, მაშინ მის მოცულობას მთლიანად იყენებენ;

გ) თუ სამომხმარებლო ტარაში პროდუქტის მასის მოცულობა მეტია მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასაზე, მაშინ სინჯს იღებენ სხვადასხვ ადგილიდან და სხვადასხვა სიღრმიდან, აგრეთვე ტარასთან შეხებაში მყოფი შრიდან;

დ) თუ ნორმატიულ დოკუმენტში მოცემულ, დამხმარე ფხვიერ მასალაზე მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასა განსაზღვრული არ არის, მაშინ სინჯებს იღებენ შემდეგნაირად:

ე) არა უმცირეს 2 ერთეულისა სამომხმარებლო ტარაში;

ვ) 1000 გ-მდე პროდუქციიდან სატრანსპორტო ტარაში.

3.სინჯების მომზადებას აწარმოებენ გოსტ 26669-85-ის მიხედვით. ამისთვის ფხვნილებიდან და ფხვიერი მასალებიდან წონაკს იღებენ სხვადასხვა ადგილებიდან სტერილური კოვზით და გადააქვთ სტერილური პიგმენტის ფურცელზე, პეტრის ფინჯანზე ან ბიუქსში, წონიან და გადააქვთ სტერილურ კოლბაში ან სხვა ჭურჭელში. 10გ წონაკს უმატებენ 90სმ3
სტერილურ 40-450
C ტემპერატურაზე გამთბარ ფიზიოლოგიურ ხსნარს. ანჯღრევენ 3-5 წთ-ის განმავლობაში სრულ ემულგირებამდე და იღებენ განზავებას 1:10. აქედან ამზადებენ შემდგომ განზავებებ