2. სინჯებს იღებენ ასეპტიკურად, რაც გამორიცხავს პროდუქტების გარემოდან დაბინძურებას.
3. მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის სინჯებს იღებენ სტერილური ხელსაწყოებით, ათავსებენ სტერილურ ჭურჭელში, რომლის ყელიც წინასწარ უნდა მოიწვას სპირტქურის ალზე (გოსტ 9225-84, გოსტ 26668-85).
4. ახდენენ ყოველი აღებული სინჯის ეტიკეტით მარკირებას, პროდუქტის დასახელების, დამამზადებელი საწარმოოს, პარტიის ნომრის, სინჯის აღების თარიღის, მიკრობიოლოგიური ანალიზის მიზნის მითითებით და სინჯის ამღების ხელმოწერით.
5. სინჯები, რომლებიც განკუთვნილია დამამზადებელი საწარმოს გარეთ საანალიზოდ, ილუქება იმ ორგანიზაციის ბეჭდით, რომელიც პასუხისმგებელია საკონტროლო პროდუქციაზე და ტრანსპორტირდება ლაბორატორიაში.
6. სინჯების ანალიზი დაუყოვნებლივ უნდა ტარდებოდეს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ანალიზის დაწყებამდე სინჯების შენახვა +60
C ტემპერატურაზე 4 სთ-ის განმავლობაში. ნაყინის შერჩევაში მოხვედრილი დაუფასოებელი პროდუქტიდან, სტერილური კოვზით აცილებენ არანაკლებ 2,5 სმ სისქის ზედაფენას, შემდეგ სტერილური ბურღით ან კოვზით იღებენ 40-50 გ მოცულობის სინჯს.
7. შერჩევაში მოხვედრილი დაფასოებული შეფუთული პროდუქტებიდან იღებენ 1-2 ერთეულის. სინჯებს ხსნიან, ათავსებენ მილესილ ან ბამბის საცობიან სტერილურ ჭურჭელში. სინჯის გამოკვლევას მაშინვე აწარმოებენ. აუცილებლობის შემთხვევაში ანალიზის დაწყებამდე დასაშვებია სინჯების შენახვა არა უმეტეს მინუს 20
C ტემპერატურაზე 4 სთ-ის განმავლობაში.
8. ანალიზის დაწყების წინ სინჯიან ჭურჭელს ათბობენ წყლის აბაზანაში 40-450
C ტემპერატურაზე 10-15 წთ-ის განმავლობაში. მისი სრული გადნობისა და ჰაერის ბუშტების მოშორების შემდეგ იღებენ სინჯს.
9. სინჯიდან სტერილური პიპეტით იღებენ 10სმ3
-ს და შეაქვთ 90სმ3
სტერილური 40-450
C ტემპერატურაზე გამთბარ ნატრიუმის ქლორიდის (ფიზიოლოგიური). ამგვარად იღებენ პროდუქტის 10-ჯერად განზავებას.
პირველი განზავებიდან 1:10 ამზადებენ შემდეგ თანმიმდევარ განზავებებს 1:100 და ა.შ. ყოველი განზავების დასამზადებლად იღებენ სხვა სტერილურ პიპეტს, პირველი განზავებიდან (1:10) იღებენ 1სმ3 და შეაქვთ 9სმ3 სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში. მომდევნო განზავებებს ამზადებე