ა) სინჯების ასაღებად უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება მინის სტერილური ბოთლები ან პოლიმერული მასალის ერთჯერადი ჭურჭელი;
ბ) სინჯების ასაღები ჭურჭელი არ უნდა გამოყოფდეს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ მიკროორგანიზმების ინჰიბირებას ან ზრდას;
გ) სიღრმიდან (მაგ., ტბებიდან ან წყალსაცავებიდან) სინჯების ასაღებად გამოიყენება 28-ე მუხლია, 1-ლ პუნქტი მითითებული ხელსაწყოების ანალოგიური მოწყობილობები. ბატომეტრები დამზადებული უნდა იყოს ორთქლითა და მშრალი ჰაერით სტერილიზაციისადმი გამძლე მასალისაგან;
დ) მთელი გამოყენებული აპარატურა, მათ შორის, ტუმბოები და სატუმბი მოწყობილობები უნდა გაირეცხოს და არ უნდა წარმოადგენდეს მიკროორგანიზმებით დაბინძურების დამატებით წყაროს;
ე) მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის სინჯების შენახვისა და კონსერვაციის მეთოდები მოცემულია დანართი 1-ის მე-5 ცხრილშ