2. წყლის სინჯისა და ფსკერის ნადების აღების განსხვავებული პირობების გამო, აუცილებელია ფიზიკური ტრავმების საწინააღმდეგო ღონისძიებების, ტოქსიკური გაზებით მოწამვლისა და ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გატარება.
3. მომსახურე პერსონალისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია კლიმატური პირობების გათვალისწინება, წყლის დიდი ობიექტებიდან სინჯის აღებისას სამაშველო ჟილეტებისა და დამზღვევი თოკების გამოყენება, ყინულის ქვეშიდან სინჯის აღებისას იმ უბნების მონიშვნა, სადაც ყინულის თხელი საფარველია. თუ გამოიყენება რაიმე სახის საყვინთი აპარატი, აუცილებელია ამ აპარატთან მუშაობის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა.
4. სინჯის აღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა გემის სიმყარე (გამძლეობა), ნებისმიერ შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს სიფრთხილის ზომები შემხვედრ გემებთან, მაგალითად, მიმდინარე სამუშაოების შესახებ გამაფრთხილებელი ალმების აღმართვით.
5. სინჯის აღება საშიში ადგილებიდან შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს აცილებული, მაგალითად, ნაშალი ან ფლატე ნაპირებიდან. თუ ეს გამორიცხულია, მაშინ სამუშაო უნდა შეასრულოს ბრიგადამ, რომელსაც შეუძლია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარება და არავითარ შემთხვევაში ერთმა ადამიანმა. თუ ეს პირობა ვერ სრულდება, სინჯის აღება უნდა მოხდეს ადგილიდან.
6. სინჯების უცვლელი და ხშირი აღებისას უნდა განისაზღვროს მისადგომი ადგილები, საიდანაც აღება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს და სადაც არ არსებობს ბუნებრივი საშიშროება, მაგალითად, შხამიანი მცენარეები და სხვა.
7. მდინარის ნაპირას აპარატურისა და მოწყობილობების განლაგებისას უნდა შეირჩეს ისეთი ადგილები, რომლებიც არ იტბორება.
8. სამრეწველო ნახმარი წყლების სინჯის აღებისას, საფრთხე დაკავშირებულია ნახმარი წყლების შედგენლობაში ტოქსიკური და აალებადი ნივთიერებების შესაძლო არსებობასთან, აგრეთვე ამებების, პარაზიტი ჭიების არსებობასთან და სხვა.
9. აირწინაღები, რესპირატორები, სარეანიმაციო აპარატურა და სხვა დამცავი მოწყობილობები უნდა იმყოფებოდეს პერსონალის განკარგულებაში იმ შემთხვევაში, თუ მას მუშაობა უხდება დაბინძურებულ ატმოსფეროში. სახიფათო ზონაში მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია ჟანგბადის, ორთქლისა და ტოქსიკური გაზების შემცველობის გაზომვა, თუ მოცემულ ზონაში არსებობს ამ ნივთიერებებით დაბინძურების საშიშროება. ორთქლის ან ცხელი წყლის სინჯის აღებისას მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები და გამოყენებული უნდა იქნეს სინჯის აღების შესაბამისი ღონისძიებები.
10. რადიოაქტიური სინჯების აღება და დამუშავება მოითხოვს უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გატარებასა და სინჯის აღების შესაბამისი მეთოდების გამოყენებას.
11. უშუალოდ წყალში ან მის სიახლოვეს ელექტროხელსაწყოების გამოყენებისას, სამუშაო ადგილი უნდა შეირჩეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დენით დაზიანება.
12. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საფრთხე, რომელიც არსებობს განსაზღვრული კონსერვანტების გამოყენებისას (მაგალითად: მჟავები, ტუტეები, ვერცხლისწყლის ქლორიდი (II) ქლოროფორმი), ამიტომ რეკომენდებულია მათი ფრთხილი გამოყენება.
13. სინჯის ამღები ოპერატორები გაფრთხილებული უნდა იქნენ ამ საშიშროებებისა და მათგან დაცვის ღონისძიებების თაობაზ