ა) სინჯის ასაღებად მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს სპეციალური ბოთლები, მაგალითად, ბოთლები ამოტუმბული ჰაერით;
ბ) მცირე სიღრმიდან წყლის სინჯების აღება (განსაკუთრებით ზამთარში) დასაშვებია ჭოკზე მიმაგრებული ბოთლით;
გ) წყლის ვერტიკალური პროფილის გამოსაკვლევად, ფენოვანი სტრუქტურისას დასაშვებია დანაყოფებიანი ჭიქის ან ორივე ბოლოდან გახსნილი პლასტმასის ან უჟანგავი მეტალის ცილინდრის გამოყენება. ცილინდრის ზედაპირზე ამოღებამდე, მისი ორივე ბოლო უნდა დაიხუროს სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით (სამართი ტროსით).
2. ფსკერის ნადების სინჯის ასაღები მოწყობილობებია:
ა) ფსკერის ნადების სინჯის აღება წარმოებს ფსკერის ამომხაპველის საშუალებით, რომელიც თავისი მასით ან მოქმედების უნარით შეესაბამება გრუნტის ქვედა ფენის ჩაწოლას;
ბ) ნავიდან ან კატერიდან ფსკერის ნადების სინჯის აღებისას, გრუნტის ტიპის მიხედვით, გამოყენება კოლოფისებური ან ციცხვისებური ფსკერმხაპავები.
გ) 1/40 მ2 სატაცი ფართობის, შემსუბუქებული მოდელის ფსკერმხაპავების ჩაშვება და ამოღება წარმოებს მექანიკური ჯალამბრის მეშვეობით ან მისი ხელში დაჭერით, დამძიმებული ფსკერმხაპავისა და 1/25 მ2 სატაცი ფართობის ფსკერმხაპავის ჩაშვება წარმოებს გემიდან, ელექტრული ჯალამბრის მეშვეობით;
დ) წყლის ობიექტების სანაპირო ზონიდან, 2,5 მ სიღრმემდე სინჯის ასაღებად გამოიყენება ფსკერმხაპავები, რომელთა ჩაშვება ხდება შტანგით (1/40მ2 სატაცი ფართობით) და მილისებრი ფსკერმხაპავი ( 1/250 მ2 სატაცი ფართობით);
ე) ფსკერმხაპავის შერჩევა უნდა წარმოებდეს სინჯის აღების ადგილის, წყლის მოძრაობის სიჩქარის, გრუნტის ტიპისა და არსებული სანაოსნო მოწყობილობების მიხედვით;
ვ) ფსკერის ნადების ვერტიკალური პროფილის გამოსაკვლევად გამოიყენება მილოვანი სინჯამღები;
ზ) ბენტოსის ხარისხიანი კვლევისათვის, სინჯების აღება წარმოებს ფსკერმხაპავების, საფხეკების (ასტამის), მიწახაპიებისა და სხვადასხვა კონსტრუქციის დიდი ბადეების დახმარებით. საფხეკები გამოიყენება წყალსატევის წყალმცირე მონაკვეთებზე, მიწახაპიები – როგორც წყალმცირე, ისე ღრმა უბნებზე.
3. სინჯის ასაღები ავტომატური მოწყობილობებია:
ა) გამოიყენება ორი ძირითადი ტიპის: დროზე დამოკიდებული და მოცულობაზე დამოკიდებული ავტომატური სინჯამღებები. დროზე დამოკიდებული სინჯამღებებით წარმოებს დისკრეტული, შედგენილი ან უწყვეტი სინჯების აღება, მაგრამ არ არის გათვალისწინებული წყლის ნაკადში არსებული განსხვავება. მოცულობაზე დამოკიდებული სინჯამღებებით იღებენ იმავე ტიპის სინჯებს, ნაკადში არსებული განსხვავების გათვალისწინებით;
ბ) ავტომატური სინჯამღებებით შესაძლებელია სინჯების განაწილება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელსაც კონსერვაციისათვის დამატებული აქვს სხვადსხვა ნივთიერება;
გ) მდინარის ნაკადის კონტროლისა ან მონიტორინგისათვის გამოყენებული ინსტრუმენტული ზონდები დასაშვებია გამოყენებულ იქნეს სინჯის ასაღები ავტომატური მოწყობილობების ასამოქმედებლად;
დ) წყლის დიდი მოცულობის ასაღებად გამოიყენება ავტომატიზებული სისტემა, რომელიც საკონტროლებელი მაჩვენებლის კონცენტრაციის ადგილზე განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევ