1. წინამდებარე წესებში მოცემულია მოთხოვნები ჩამდინარე წყლების ლამის ნადებისა და ნალექის, ასევე წყალსამეურნეო ობიექტების წყლის, სუსპენზიების, მლაშე და მტკნარი წყლების ნალექის სინჯების აღებისადმი.
2. სინჯის შენახვის მეთოდის შერჩევა უნდა წარმოებდეს ნიმუშების აღებამდე. კონსერვაციის ხერხის შერჩევა დამოკიდებულია ძირითადად ნიმუშების აღების მიზანზე.
ა) ლამის ნადებისა და ნალექის ნიმუშების კონსერვაციის მეთოდი უნდა შეირჩეს სინჯის აღების პროგრამისა და ანალიტიკური მეთოდების მოთხოვნების მიხედვით.
3. ლამის ნადებისა და ნალექის ნიმუშების დამუშავების, კონსერვაციის და შენახვის მეთოდებმა უნდა უზრუნველყოს ნიმუშის შედგენილობის შესაძლო (ქიმიური და/ან ბიოლოგიური) ცვლილებების მინიმუმამდე შემცირება და დაბინძურების თავიდან აცილება.
4. ლამის აღების მიზანია: ლამის მიერ აბსორბირებული ან ადსორბირებული ნივთიერებების ქიმიური ბუნებისა და რაოდენობის დადგენა; მყარ და თხევად ფაზებს შორის ქიმიური ნივთიერებების განაწილებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა (მაგ., ნაწილაკების ზომა, ორგანული ნივთიერებების რაოდენობა, მინერალიზაცია, ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი); ლამის ან ნალექის ცალკეული ფაზების ჯამში კომპონენტების განსაზღვრა, ასევე ფიზიკური კვლევა – ლამის ნადების სტრუქტურის, ტექსტურისა და ნალექების ფენების წარმოქმნის შესწავლა; ბიოლოგიური კვლევა – ლამის ნადებისა და ნალექების ტოქსიკოლოგიური, ეკოტოქსიკოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა.
5. ნიმუში, რომელიც არ შეიცავს ჟანგბადს, საჭიროებს კონსერვაციის შესაბამის მეთოდებს – ჟანგბადის მიწოდების გარეშე.
6. თუ თხიერი ლამის ნადების შეგროვებისას ნიმუშის გაცივება შეუძლებელია (მაგ., ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს), სულფიდის განსაზღვრისათვის ნიმუშის კონსერვაცია უნდა განხორციელდეს pH-ის 10,5-ზე მეტად გაზრდით.
7. მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის სინჯების აღებისას, მიკრობთა აქტივობით გამოწვეული ცვლილებების (ნიტრიტი/ამონიუმის ნიტრატის შემცველობის ცვლილება, ჟანგბადის ბიოქიმიური მოხმარების შემცირება ან სულფატების აღდგენა სულფიდებამდე) შემცირების მიზნით, სინჯები ანალიზის ჩატარებამდე უნდა ინახებოდეს (შეძლებისდაგვარად) გაციებულ მდგომარეობაში, გაყინვის გარეშე.
8. ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის სინჯის ასაღებად გამოყენებული უნდა იქნეს 1750C-ზე 1 საათის განმავლობაში გასტერილებული მინის ჭურჭელი (კონტეინერი). შესაძლებელია იმ პლასტიკური მასალისაგან დამზადებული ჭურჭლის გამოყენება, რომელიც უარყოფით გავლენას არ ახდენს მიკროორგანიზმების აქტივობაზე.
9. მოთხოვნები ლამის ნადებისა და ნალექის კონსერვაციისა და შენახვის მეთოდებზე მოცემულია 1-ლი დანართის მე-8 ცხრილში.
ზოგადი მოთხოვნები სინჯის ასაღები მოწყობილობებისად