1. ჭაბურღილის ექსპლუატაციამდე აუცილებლად უნდა განისაზღვროს (სიგრძეზე) ნიმუშის ასაღები მონაკვეთები.

2. ახალი ჭაბურღილების ბურღვისას, მიზანშეწონილი არ არის საპოხი ზეთების, ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებისა და ა. შ. გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წყლის ანალიზი ორგანული ნივთიერებების შემცველობაზე.

3. მიწისქვეშა წყლის ობიექტის წყლების საანალიზოდ აუცილებელია, წყლის ობიექტის მიდამოში არსებული გრუნტის წყლების გამოკვლევა და მათი შედგენილობის ნებისმიერ ცვლილებაზე ინფორმაციის შეგროვება.

4. გრუნტის წყლის სინჯის აღების ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მიწისქვეშა დინებების გრადიენტი და დაწვრილებითი ინფორმაცია იმ მიწისქვეშა ქანების შედგენილობის შესახებ, რომელშიც გაივლის ჭაბურღილი, შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. დიფუზურად დაბინძურებული გრუნტის წყლების ანალიზისას, დასაშვებია დიდი დიამეტრის მქონე ჭაბურღილების გამოყენება, ასეთი ჭაბურღილებიდან მიღებული წყლის ნიმუშები ახასიათებს პრაქტიკულად მთელ წყალშემცველ ფენას. თუ დამაბინძურებლის კონცენტრაცია მცირეა შესაძლო დიდი განზავების გამო, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მცირე დიამეტრის ჭაბურღილები.

6. დაბინძურების წერტილოვანი წყაროების არსებობისას, აუცილებელია გრუნტის წყლების კონტროლი დაბინძურების წყაროს ქვეშ და დაბინძურების გავრცელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. სინჯის აღების წერტილები უნდა განლაგდეს მცირე მანძილებზე, დამაბინძურებელი წყაროდან ჰიდრავლიკური გრადიენტის შემცირების მიმართულებით.

7. გრუნტის წყლების სინჯის აღების სიხშირე და დრო უნდა განისაზღვროს, თანახმად სანწდან-ისა „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი”.

8. მიწისქვეშა წყლების დამუშავების გარეშე სასმელად გამოყენების შემთხვევაში, ანალიზებს შორის ინტერვალი მკვეთრად მცირდება, ამასთან, უწყვეტად უნდა იზომებოდეს pH, t 0C, ელექტროგამტარობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებლები არ შეესაბამება დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებს, უნდა ჩატარდეს უფრო ხშირი, დაწვრილებითი ანალიზებ