1. სინჯის აღებისას აუცილებელია აღების ადგილის დაფიქსირება ოქმში.
ა) მდინარის შენაკადისა და ნახმარი წყლების ჩაშვების ადგილის გავლენის დასადგენად, სინჯების აღება წარმოებს მდინარის დინების ზემოთ და წყლის სრული შერევის წერტილში. სინჯები აღებული უნდა იქნეს სიღრმეზე, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირისაკენ და დინების გასწვრივ;
ბ) მდინარის ნაკადში დაბინძურების თანაბარი განაწილებისას სინჯის აღება დასაშვებია პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას;
გ) დაბინძურების არათანაბარი განაწილებისას მიზანშეწონილია შედგენილი სინჯის აღება სხვადასხვა წერტილიდან; ამ შემთხვევაში შეუძლებელია მდინარის სხვადასხვა ადგილში დამაბინძურებლის კონცენტრაციებს შორის განსხვავების შეფასება. შედგენილი სინჯის აღება არ წარმოებს გახსნილი გაზებისა და აქროლადი კომპონენტების საანალიზოდ.
2. სინჯის აღების სიხშირე და დრო დგინდება პროგრამის შესაბამისად, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე.
3. აღებული სინჯების კონსერვაცია უნდა ჩატარდეს 1-ლი დანართის მე-2-მე-7 ცხრილებში მოცემული და ანალიზის მეთოდზე შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.
4. ჭურჭელი სინჯებით უნდა იქნეს მკაფიოდ ნიშანდებული (მარკირებული) და მიტანილი ლაბორატორიაში შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში.
5. მდინარიდან და წყალნაკადებიდან წყლის სინჯის აღების შესახებ ანგარიში უნდა გაფორმდეს ოქმის სახით.
მდინარიდან და წყალნაკადებიდან წყლის სინჯის აღების ოქმი
სინჯის აღების მიზანი____________________________________________________________
აღების ადგილი დაწვრილებითი აღწერით____________________________________________
_______________________________________________________________________________
მდინარის ან ნაკადის დასახელება ___________________________________________________
თარიღი: დღე ______________ თვე ________ წელი ____________________________________
აღების დრო: დასაწყისი _______________ დასასრული _________________________________
აღების წერტილი_________________________________________________________________
ამინდი (ნალექების რაოდენობა, ღრუბლიანობა და სხვა) ________________________________
______________________________________________________________________________
ჰაერის ტემპერატურა ____________________________________________________________
წყლის ტემპერატურა და გარეგნული სახე____________________________________________
მდინარის დინების პირობები______________________________________________________
აღებული ნიმუშის დახასიათება____________________________________________________
ფერი ____________________ სუნი _______________ შეფერილობა ______________________
გამჭვირვალობა____________________სუსპენზიის არსებობა___________________________
სინჯის ასაღები მოწყობილობის ტიპი _______________________________________________
ნიმუშის კონსერვაციის მეთოდი ___________________________________________________
შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები _____________________________________________
სინჯის ამღები ოპერატორის ვინაობა (სახელი, გვარი) __________________________________
შენიშვნა: ______________________________________________________________________
____________________________________________________________________________