ა) ბაქტერიების, წყალმცენარეებისა და სხვა ორგანიზმების მიერ სინჯში არსებული ზოგიერთი შენაერთების შთანთქმა ან ახალი ნივთიერებების წარმოქმნა. ამ სახის ბიოლოგიური აქტივობა გავლენას ახდენს წყალში გახსნილი ჟანგბადის, ნახშირმჟავა გაზის, აზოტის შენაერთების, ფოსფორისა და ზოგჯერ სილიციუმის შემცველობაზე;
ბ) ზოგიერთი შენაერთის შესაძლებელი დაჟანგვა წყალში გახსნილი ჟანგბადით ან ატმოსფერული ჰაერის ჟანგბადით (მაგ., ორგანული შენაერთები, ორვალენტიანი რკინა, სულფიდები);
გ) ზოგიერთი ნივთიერების შესაძლებელი დალექვა (მაგ., კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ფოსფატი, ალუმინის ჰიდროქსიდი) ან აორთქლება (მაგ., ჟანგბადი, ციანიდები, ვერცხლისწყალი);
დ) სინჯის მიერ ჰაერიდან ნახშირმჟავა გაზის შთანთქმის გამო, pH-ის, ელექტროგამტარობის, ნახშირჟანგის შემცველობისა და სხვ. შესაძლებელი შეცვლა;
ე) ხსნადი ლითონები ან კოლოიდურ მდგომარეობაში ლითონების, ისევე როგორც ზოგიერთი ორგანული შენაერთების, შესაძლო აბსორბირება ან ადსორბირება ჭურჭლის ზედაპირზე, ან სინჯში არსებულ მყარ ნივთიერებებზე;
ვ) პოლიმერიზებული ნივთიერებების შესაძლო დეპოლიმერიზება ან, პირიქით, მარტივი ნივთიერებების შესაძლო პოლიმერიზაცია.
2. სინჯებში მიმდინარე პროცესების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სინჯების ქიმიურ და ბიოლოგიურ ხასიათზე (ბუნებაზე), ტემპერატურაზე, სინათლეზე ყოფნის ხანგრძლივობაზე, ჭურჭლის სახეობაზე, სინჯის აღებასა და ანალიზს შორის დროის შუალედსა და ტრანსპორტირების პირობებზე.
3. წყლის სინჯების ცვალებადობის გამომწვევი ფაქტორების მინიმუმამდე შემცირებისათვის აუცილებელია უსაფრთხოების ყველა ღონისძიების გატარება და შეძლებისდაგვარად ანალიზის სწრაფად ჩატარებ