2. წყლის სინჯის აღების ტიპებია: წერტილოვანი, პერიოდული, უწყვეტი, სერიული, შედგენილი და დიდი მოცულობის.
3. წერტილოვანი სინჯის აღება წარმოებს წყლის არაერთგვაროვანი ნაკადისა და განსასაზღვრი მაჩვენებლების ცვალებადობისას, ხელით ან ავტომატურად, წყლის ზედაპირიდან, განსაზღვრულ სიღრმეზე ან ფსკერიდან, მოცემულ დროსა და ადგილზე წყლის ხარისხის დადგენის მიზნით. წერტილოვანი სინჯის აღება მიზანშეწონილია:
ა) წყლის ობიექტის შესაძლო დაბინძურების გამოკვლევის, დაბინძურების ხარისხისა და დამაბინძურებლის არსებობის მომენტის დადგენისათვის (მაჩვენებლების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების მიხედვით);
ბ) ისეთი არამდგრადი პარამეტრების განსაზღვრისათვის, როგორიცაა: გახსნილი გაზების კონცენტრაცია, ნარჩენი ქლორი, ხსნადი სულფიდები და სხვა.
4. პერიოდული სინჯები შესაძლებელია იყოს: დროზე, წყლის მოცულობასა და ნაკადზე დამოკიდებული.
ა) დროზე დამოკიდებული პერიოდული სინჯის აღება წარმოებს ერთი ან რამდენიმე ჭურჭლით, ერთსა და იმავე დაფიქსირებულ დროში (დროის საზომი ხელსაწყოს გამოყენებით), თითოეული სინჯის ასაღებ ჭურჭლში უნდა მოხდეს ერთი და იმავე დადგენილი მოცულობის აღება. აღების დრო შესაძლებელია დამოკიდებული იყოს განსასაზღვრ მაჩვენებლებზე;
ბ) ნაკადზე დამოკიდებული პერიოდული სინჯის აღება წარმოებს დროის ერთსა და იმავე ინტერვალში, სხვადასხვა მოცულობით მოცულობა დამოკიდებულია ნაკადზე. სინჯის აღების ეს მეთოდი გამოიყენება, თუ წყლის შედგენილობის ცვალებადობა და ნაკადის სიჩქარე არ არის ერთმანეთზე დამოკიდებული;
გ) მოცულობაზე დამოკიდებული პერიოდული სინჯის აღება წარმოებს წყლის ნაკადის მოცულობის თითეული ერთეულისათვის, დროისაგან დამოუკიდებლად. ეს მეთოდი გამოიყენება, თუ წყლის შედგენილობის ცვალებადობა და ნაკადის სიჩქარე არ არის ერთმანეთზე დამოკიდებული.
5. უწყვეტი სინჯის აღება წარმოებს უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად ნაკადის როგორც მუდმივი, ისე ცვალებადი სიჩქარის დროს, ხელით ან ავტომატურად.
ა) უწყვეტი სინჯების აღება ნაკადის მუდმივი სიჩქარის დროს შესაძლებლობას იძლევა სინჯის აღების პერიოდში მიღებულ იქნეს ყველა მონაცემი წყლის მაჩვენებლებზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არ იძლევა ინფორმაციას განსასაზღვრი მაჩვენებელების კონცენტრაციებს შორის განსხვავებაზე;
ბ) უწყვეტი სინჯების აღება ნაკადის ცვალებადი სიჩქარის დროს წარმოებს წყლის ნაკადის პროპორციულად. მეთოდი გამოიყენება წყლის დიდი მოცულობის შედგენილობის განსაზღვრისას, ეს არის გამდინარე წყლის სინჯების აღების ყველაზე უფრო ზუსტი მეთოდი, როდესაც ნაკადის სიჩქარე და განსასაზღვრი მაჩვენებლების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ცვალებადობს.
6. სერიული სინჯის აღება წარმოებს წყლის ობიექტის სიღრმისა და ფართობის პროფილის მიხედვით.
ა) სიღრმის პროფილის მიხედვით აღებული სინჯები წარმოადგენს წყლის სინჯების სერიას, რომლის აღება წარმოებს კონკრეტულ ადგილასა და საკვლევი წყლის სხვადასხვა სიღრმეზე;
ბ) ფართობის პროფილის მიხედვით აღებული სინჯები წარმოადგენს წყლის სინჯების სერიას, რომლის აღება წარმოებს სხვადასხვა ადგილასა და განსაზღვრულ სიღრმეზე.
7. შედგენილი სინჯის აღება წარმოებს როგორც ხელით, ისე ავტომატურად და დამოკიდებული არ არის სინჯის აღების მეთოდზე (რეგულარული სინჯები შესაძლებელია გაერთიანდეს შედგენილი სინჯის მისაღებად). იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წყლის შედგენილობაზე გასაშუალებული მონაცემების მიღება. ამისათვის წინასწარ უნდა დაზუსტდეს ამ სახის მონაცემების მიღების აუცილებლობა და აღების მომენტში პარამეტრების შესაძლებელი მნიშვნელოვანი ცვალებადობა.
8. დიდი მოცულობის 50 დმ3-დან რამდენიმე კუბურ მეტრამდე სინჯების აღება წარმოებს განსასაზღვრი მაჩვენებლიდან გამომდინარე, დიდი მოცულობის ჭურჭლით (მაგ., ცისტერნით) და წყლის არსებული მოცულობის ფილტრში გატარებით (მაგ., იონური მიმოცვლის ან გააქტივებული ნახშირის ფილტრში – ზოგიერთი პესტიციდების განსაზღვრისათვის, პოლიპროპილენის საშუალოდ 1 მკმ დიამეტრის ფორებიან ფილტრში – კრიპტოსპორიდიების განსაზღვრისათვის). აღებისას რამდენიმე ფილტრის გამოყენების შემთხვევაში სინჯი ჩაითვლება შედგენილ სინჯად.
9. წყლის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზისათვის რეკომენდებულია სინჯების ცალ-ცალკე აღება, რადგან სინჯის წინასწარი დამუშავებისა და განსაზღვრის მეთოდები, ასევე, ასაღები მოწყობილობები, განსხვავებული