2. სინჯს უნდა გაუკეთდეს მოუშორებადი იარლიყი, რომელზეც აღნიშნული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სინჯის ნომერი;
ბ) სინჯს აღების თარიღი, დრო და ადგილი;
გ) სინჯის აღების მეთოდი;
დ) სინჯის აღწერა და მათი განლაგება;
ე) გარემოს კლიმატური პირობები;
ვ) სინჯის შენახვისა და კონსერვაციის მეთოდები;
ზ) კვლევის მიზანი;
თ) სხვა მონაცემები სინჯის აღების მიზნიდან გამომდინარე;
ი) ამღები პირის ვინაობა.
3. კვლევის კონკრეტული პროგრამიდან გამომდინარე, შესაძლებელია სინჯის აღების ოქმსა და ეტიკეტზე დამატებითი ინფორმაციის მითითება. მაგ., ანომალიური შემთხვევები და სხვა.
ზოგადი მოთხოვნები სინჯების დამუშავება