2. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების კვლევისას ჭურჭელი არ უნდა გაივსოს ბოლომდე, რათა თავიდან იქნეს აცილებულ სინჯის შემთხვევითი დაბინძურება და კვლევის წინ შესაძლებელ იქნეს სინჯის მსუბუქი შერევა.

3. ჭურჭელი იმ სინჯებით, რომელთა კონსერვაცია ხდება გაყინვით, არ უნდა გაივსოს ბოლომდე.

4. სინჯის შესანახი ჭურჭელი და საცობი არ უნდა იწვევდეს:

ა) სინჯის დაბინძურებას (მაგ., ბორსილიკატურ ან უბრალო ნატრიუმიანმა მინამ შესაძლებელია გაზარდოს სილიციუმისა და ნატრიუმის შემცველობა);

ბ) განსასაზღვრი ელემენტის აბსორბირებას ან ადსორბირებას (მაგ., ნახშირწყალბადები შესაძლებელია აბსორბირდეს ჭურჭლის პოლიეთილენით; ლითონის კვალი შესაძლებელია ადსორბირდეს მინის ზედაპირზე);

გ) არ უნდა შედიოდეს რეაქციაში სინჯში არსებულ ნაერთებთან (მაგ., ფტორის ნაერთები შესაძლებელია რეაგირებდნენ ჭურჭლის მინასთან);

5. მყარი და ნახევრად თხიერი სინჯების ასაღებად და შესანახად მიზანშეწონილია ქილების ან ფართოყელიანი ბოთლების გამოყენება. გაუმჭვირვალე ან მუქი მინის ჭურჭლი ამცირებს სინჯზე სინათლის უარყოფით ზემოქმედებას.

6. სინჯის დაბინძურების რისკის შესამცირებლად სასურველია თითოეული განსასაზღვრი კომპონენტისთვის შესაბამისი ჭურჭლის გამოყენება.

ა) დაუშვებელია ელემენტის დაბალი კონცენტრაციის სინჯის შენახვა იმ ჭურჭლში, სადაც ინახებოდა ამავე ელემენტის მაღალი კონცენტრაციის სინჯი.

7. თუ სინჯების გამოკვლევა ლაბორატორიაში მიტანისთანავე შეუძლებელია, იგი შენახული უნდა იქნეს ისეთ პირობებში, რომ გამორიცხოს გარედან დაბინძურების შესაძლებლობა და შედგენილობის ნებისმიერი ცვლილება. წყლის სინჯების ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები, სინჯის აღებიდან ანალიზამდე პერიოდში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური, ქიმიური და ბიოლოგიური რეაქციებისა და მიღებული შედეგების რეალურისაგან განსხვავების თავიდან აცილების მიზნი