2. წვიმის წყლები – ატმოსფერული ნალექებიდან წარმოქმნილი წყლები, რომელიც ჯერ კიდევ არ შეიცავს ნიადაგის ხსნად ნივთიერებებს.
3. სინჯის უწყვეტი აღება – წყლის მასიდან სინჯის აღების უწყვეტი პროცესი.
4. სინჯის აღება – წყლის მასის გარკვეული ნაწილის აღების პროცესი, განსაზღვრული მახასიათებლებისა და თვისებების გამოსაკვლევად.
5. სინჯის პერიოდული აღება – წყლის მასაში ცალკეული სინჯების აღების პროცესი.
6. სინჯი – წყლის განსაზღვრული მასის გარკვეული ნაწილი, უწყვეტად ან პერიოდულად აღებული სხვადასხვა მახასიათებლების კვლევის მიზნით.
7. სინჯამღები – წყლის სინჯის უწყვეტი ან პერიოდული აღებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო, განსაზღვრული მახასიათებლებისა და თვისებების გამოკვლევის მიზნით.
8. შედგენილი სინჯი – ცნობილი პროპორციებით შერეული ორი ან მეტი სინჯი ან მათი ნაწილები გასაშუალებული შედეგების მისაღებად. პროპორციების სიდიდე ჩვეულებრივ დაფუძნებულია დროის ან ნაკადის სიჩქარის გაზომვებზე.
9. წერტილოვანი სინჯი – წყლის მასიდან ცალკეულად აღებული, დამოუკიდებელი (დროსა და/ან ადგილთან მიმართებაში) სინჯი.
10. სინჯის აღების წერტილი – სინჯის აღების ადგილზე ზუსტად დაფიქსირებული ადგილმდებარეობა.
11. სინჯის ავტომატური აღება – სინჯის აღების პროცესი, რომლის დროსაც სინჯის აღება წარმოებს უწყვეტად ან დროის გარკვეულ შუალედში, ადამიანის მონაწილეობის გარეშე, წინასწარ განსაზღვრული პროგრამის თანახმად.
12. ბიომასა – მოცემულ წყლის ობიექტში ცოცხალი ნივთიერების საერთო მასა.
13. ბიოტა – წყლის სისტემის ცოცხალი კომპონენტები.
14. ესტუარია – მდინარის ქვედა დინების ნაწილობრივ ჩაკეტილი წყლის მასა, რომელიც თავისუფლად არის დაკავშირებული ზღვასთან და წყალშემკრები აუზიდან იკვებება მტკნარი წყლით.
15. ბაქტერიოლოგიური სინჯი – ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის სტერილურ კონტეინერში ასეპტიკურად აღებული სინჯი, აღებისა და შენახვის სათანადო წესების დაცვით.
ზოგადი დებულებე