ა) ფილტრაცია (ცენტრიფუგირება);
ბ) კონსერვაცია;
გ) გაცივება (გაყინვა).
2. სინჯის შენახვამდე, წყლიდან შეწონილი ნაწილაკების, ნალექის, წყალმცენარეებისა და მიკროორგანიზმების მოსაცილებლად გამოიყენება ფილტრაცია. ფილტრაცია წარმოებს სინჯის აღებისთანავე ან აღების შემდეგ. ჩვეულებრივ ფილტრაციისათვის გამოიყენება ქაღალდის მემბრანული ფილტრები ან ცენტრიფუგირება. ფილტრაცია გამოიყენება აგრეთვე იმ ხსნადი და უხსნადი ფორმების განცალკევებისათვის, რომელიც უნდა განისაზღვროს, გარდა ამისა:
ა) ფილტრაცია არ გამოიყენება, თუ ფილტრი აკავებს ერთ ან მეტ განსასაზღვრ ინგრედიენტს;
ბ) ფილტრი ხმარების წინ უნდა გაირეცხოს გულდასმით, აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტარდეს სტერილიზაცია, უნდა იქნეს შეთავსებადი მაჩვენებლის განსაზღვრის მეთოდთან და წყალში არ უნდა შეიტანოს დამატებითი დამაბინძურებლები;
გ) მემბრანული ფილტრების გამოყენება, ფილტრის ზედაპირზე სხვადასხვა მძიმე მეტალისა და ორგანული ნივთიერების შესაძლებელი აბსორბირებისა და მემბრანის ხსნადი შენაერთების სინჯში შესაძლებელი გამორეცხვის გამო, უნდა წარმოებდეს ფრთხილად.
3. სინჯის გაცივების ან გაყინვის მეთოდის გამოყენება ეფექტურია სინჯის აღებისთანავე:
ა) გაცივების (გაყინვის) შემდგომ სინჯიანი ჭურჭლის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გამაციებელი ყუთებით ან რეფრიჟერატორებით;
ბ) სინჯის გაცივება მდნარი ყინულით ან მაცივარში 2-50C ტემპერატურაზე და ბნელ ადგილას მოთავსება ხშირად საკმარისია ტრანსპორტირების პერიოდში კონსერვაციისათვის და ლაბორატორიაში ხანმოკლე დროით შენახვისათვის;
გ) დაუშვებელია გაცივებული სინჯის დიდი ხნით შენახვა, განსაკუთრებით ჩამდინარე წყლის სინჯისა.
4. სინჯის შენახვის პერიოდი შესაძლებელია გაიზარდოს სინჯის გაყინვით –200C-ზე, გაყინვისა და დნობის ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, სინჯში ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით. უმჯობესია პლასტიკური მასალისაგან (მაგ., პოლივინილქლორიდისაგან) დამზადებული ჭურჭლის გამოყენება. მინის ჭურჭელში მოთავსებული სინჯები არ იყინება.
ა) დაუშვებელია ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის აღებული სინჯების გაყინვა;
ბ) დაუშვებელია აქროლადი ორგანული ნივთიერებების განსაზღვრისათვის აღებული სინჯების გაყინვა.
5. სინჯების კონსერვაცია უნდა წარმოებდეს გარკვეული ქიმიური ნაერთების (მჟავები, ტუტეები, ბიოციდები) დამატებით წინასწარ, ცარიელ ჭურჭელში ან სინჯის აღების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად, ჟანგბადის, ციანიდების, სულფიდების განსაზღვრისათვის აუცილებელია სინჯის ფიქსაცია აღების ადგილზე. სინჯების კონსერვაციისათვის გამოიყენება:
ა) მჟავები;
ბ) ტუტე ხსნარები;
გ) ორგანული გამხსნელები;
დ) ბიოციდები;
ე) სპეციალური რეაქტივები ზოგიერთი მაჩვენებლების განსაზღვრისათვის (მაგ., ჟანგბადი, ციანიდები, სულფიდები).
6. სინჯის კონსერვაციისათვის მიზანშეწონილი არ არის ეკოლოგიურად საშიში ტყვიის ნაერთების გამოყენება. ზოგიერთი კონსერვანტი (მჟავები, ქლოროფორმი), მათი მოხმარების საშიშროებიდან გამომდინარე, გამოყენებული უნდა იქნეს დიდი სიფრთხილით.
ა) დაუშვებელია კონსერვაციისათვის ვერცხლისწყლის ქლორიდისა და ვერცხლისწყლის ფენილაცეტატის გამოყენება;
ბ) დაუშვებელია იმ კონსერვანტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ სინჯში განსასაზღვრ ნივთიერებებს (იონებს, ელემენტებს).
7. ანალიზის ჩატარების დროს გამოყენებულმა კონსერვანტებმა არ უნდა შექმნან დაბრკოლება, უმეტეს შემთხვევაში, კონსერვანტების კონცენტრირებული ხსნარების დამატება, შესაძლებელს ხდის გათვალისწინებულ არ იქნეს სინჯების განზავება.
8. კონსერვანტების დამატებისას აუცილებელია მხოლოდ კონსერვაციის გამოცდილი მეთოდიკების გამოყენება, წყლის სინჯების შემადგენელი კონპონენტების ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით (მაგ., სინჯის შემჟავებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მყარი ნივთიერებებისა და კოლოიდური ხსნარების გახსნა).
9. ცოცხალ ორგანიზმებზე წყლის ტოქსიკური მოქმედების განსაზღვრისას, თავიდან უნდა იქნეს აცილებული სინჯის კომპონენტების გახსნა. კერძოდ, მძიმე მეტალების, რომლებიც იონურ ფორმაში ტოქსიკურია. მეტალების კვალის განსაზღვრისათვის აუცილებელია ცრუ ცდის ჩატარება.
10. კონსერვაციისათვის მიზანშეწონილია კონსერვანტების კონცენტრირებული ხსნარების გამოყენება, მათი მცირე მოცულობით გამოყენების მიზნით. თუ კონსერვანტის დამატებისას სინჯის მოცულობის ცვლილება არ აჭარბებს 5%-ს, მაჩვენებლების განსაზღვრისას შესაძლებელია შესაბამისი განზავების უგულებელყოფა.
11. აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს დამატებული კონსერვანტის მიერ სინჯში განსასაზღვრი ელემენტის დამატებითი რაოდენობის შეტანის შესაძლებლობა (მაგ., მჟავებს შეუძლიათ სინჯში გარკვეული რაოდენობის დარიშხანის, ტყვიისა და ვერცხლისწყლის შეტანა), ამიტომ ლაბორატორიას, სადაც ჩატარდება ანალიზი, ცრუ ცდის მომზადების დროს უნდა ჰქონდეს სინჯის აღებისას გამოყენებული ყველა კონსერვანტი.
12. ანალიზის ჩასატარებლად შერჩეული მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 1-ში მოცემულ სინჯის შენახვისა და კონსერვაციის მოთხოვნებს.
13. ანალიზის ჩატარების წინ შემოწმებული უნდა იქნეს სინჯის შენახვისა და კონსერვაციის მოთხოვნების შესაბამისობა ანალიზისათვის შერჩეულ მეთოდთან.
14. საველე პირობებში შესრულებული ჩანაწერები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დამატებული კონსერვანტების შედგენილობასა და რაოდენობაზე.
ცხრილი 1
წყლის სინჯის შენახვის (კონსერვაციის) ზოგადი მეთოდები
კონსერვაციის მეთოდი
განსასაზღვრი მაჩვენებლების დასახელება
მეთოდი დასაშვებია
მეთოდი დაუშვებელია
1
2
3
შემჟავება pH 11-მდე
იოდიდები
ორგანული შენაერთების უმრავლესობა; მძიმე მეტალები, განსაკუთრებით მრავალვალენტიანი. უფრო მაღალი ვალენტობის ზოგიერთი მეტალები ხსნადი ანიონებიდან. ამიაკი, ამონიუმი. ამინები, ამიდები. ჰიდრაზინი, ჰიდროქსილამინი საერთო ფოსფორი
გაცივება - 2-50C-მდე
აზოტი კელდალით ამონიუმი ბიოლოგიური ცდები ბრომიდები და ბრომის შენაერთები სუნი იოდიდები ტუტიანობა და მჟავურობა ნიტრატები ნიტრიტები მშრალი ნაშთი და საერთო მინერალიზაცია ზანი (კათიონოგენური), სულფატები ფოსფორი ორთოფოსფორი ქლოროფილი ელექტროგამტარობა
გაყინვა –200 C- მდე
ბიოლოგიური კვლევები პერმანგანატული ინდექსი ორგანული ნახშირბადი ქლოროფილი ჟ ქ მ გამოცდა ტოქსიკურობაზე
ბენტოსი, თუ აუცილებელია მისი განსაზღვრა სხვადასხვა მდგომარეობაში;
თხიერი ბიოტისა და ბადეზე ბიოტის გარჩევის აუცილებელისას; გახსნილი გაზები; მიკროორგანიზმები იდენტიფიკაციისათვის; ხსნარები, რომლებიც საჭიროებენ ჰომოგენიზაციას; გაყინვისას წარმოქმნილი პოლიმერიზაციისა ან ნალექის დადნობის დროს; ზოგიერთი პოლიმჟავები გაყინვისას დეპოლიმერიზაციის გამო.
შენიშვნა:
1. დაუშვებელია:
ა) გოგირდმჟავას გამოყენება იმ სინჯების კონსერვაციისათვის, რომელშიც უნდა განისაზღვროს ბარიუმი, კალციუმი, რადიუმი, ტყვია, სტრონციუმი;
ბ) მარილმჟავას გამოყენება იმ სინჯების კონსერვაციისათვის, რომელშიც უნდა განისაზღვროს ბისმუტი, დარიშხანი, ვერცხლისწყალი, ტყვია, ვერცხლი, ტალიუმი;
გ) აზოტმჟავას გამოყენება იმ სინჯების კონსერვაციისათვის, რომელშიც უნდა განისაზღვროს კალაშემცველი ორგანული ნაერთები, ნიტრატები და ნიტრიტები;
2. სინჯების გაყინვის დროს მრავალატომიანი მჟავების შესაძლო დეპოლიმერიზაციის გამო, აუცილებელია გამოყენებამდე მეთოდის ვარგისიანობის დაზუსტება;
3. სინჯების გაყინვისას ნალექმა და პოლიმერიზაციის პროცესმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს განსაზღვრის შედეგებზე;
4. მაჩვენებლები, რომლებიც არ არის მოცემული ცხრილში, არ უნდა განისაზღვროს მოცემული კონსერვაციის მეთოდებით აღებულ სინჯებში.
სინჯის აღების წესები წყლის ტიპების მიხედვ