1. სანიტარიული წესები ეხება მდინარეებიდან და წყალნაკადებიდან წყლის სინჯების აღებას და არ ვრცელდება ესტუარიებიდან (მდინარეების შესართავები) წყლის სინჯების აღებაზე. იმ არხებიდან ან მდინარეებიდან, სადაც მოწყობილია კაშხალი ან დამბა წყლის ნელი ნაკადით, სინჯის აღება უნდა წარმოებდეს არსებული თავისებურებების გათვალისწინებით.
2. სინჯის აღების მიზანია:
ა) მდინარის აუზში წყლის ხარისხის განსაზღვრა;
ბ) მდინარის წყლის სასმელად გამოყენებისათვის ვარგისიანობის განსაზღვრა;
გ) სარწყავად და საქონლის დასარწყულებლად მდინარის წყლის გამოყენების ვარგისიანობის განსაზღვრა;
დ) თევზის მოსაშენებლად მდინარის წყლის გამოყენების ვარგისიანობის განსაზღვრა;
ე) საბანაოდ და საწყლოსნო სპორტისთვის მდინარის წყლის გამოყენების ვარგისიანობის განსაზღვრა;
ვ) სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოების ნახმარი წყლებით მდინარისა და წყალნაკადის დაბინძურების წყაროების დადგენა.
3. სინჯების აღება უნდა წარმოებდეს შემდეგი მოწყობილობების გამოყენებით:
ა) ღია სინჯამღები და ზედაპირული წყლების სინჯამღები – მდინარის ზედაპირიდან წყლის სინჯის ასაღებად გამოიყენება ჩვეულებრივი ფართოყელიანი ჭურჭელი;
ბ) დახურული სინჯამღები – მდინარის სიღრმიდან სინჯის ასაღებად გამოიყენება ჰაერით ან ინერტული გაზით შევსებული დახურული ბოთლები, მათი ჩაშვება და გავსება წარმოებს განსაზღვრულ სიღრმეზე. ასევე შესაძლებელია ორივე მხრიდან ღია ცილინდრების ან მილების გამოყენება, რომელთა ჩაშვება ხდება მდინარეში, ნაკადის მიმართულებით ან იდგმება ვერტიკალურად და საცობი ეხურება წყლის ქვეშ;
გ) ტუმბოები. გამოიყენება შემწოვი, წყალქვეშა და პერისტალტიკური ტუმბოები;
დ) ავტომატური სინჯამღებები. ამ ტიპის სინჯამღებებით წყლის ხარისხის სხვადასხვა მიზნით გამოსაკვლევად, შესაძლებელია სინჯის აღება ადამიანის მონაწილეობის გარეშ