1. ატმოსფერული ნალექების (წვიმა, სეტყვა, თოვლი) სინჯების აღების მიზანია სხვადასხვა დამაბინძურებლის (ქიმიური ელემენტები, ორგანული ნივთიერებები, მიკრომინარევები რადიაქტიურის ჩათვლით, მჟავები, ბიოლოგიური აგენტები) სახეობის დადგენა და მისი შემცველობის განსაზღვრა, ზედაპირული წყლების ხარისხზე, ეკოსისტემასა და ბიოტაზე ზეგავლენის დადგენის მიზნით.
2. სინჯების აღება წარმოებს მოცემული რაიონის მეტეოროლოგიურ ან სპეციალურად მოწყობილ სინჯის ასაღებ სადგურებში.
3. სინჯის აღების პროგრამის შესადგენად ზუსტად უნდა განისაზღვროს აღების მიზნები და ამოცანები, სამუშაოს მასშტაბის, სინჯის ასაღები სადგურებისა და სინჯამღებების ქსელის განლაგების სიმჭიდროვის დასადგენად.
4. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სინჯის აღების ადგილი შესაძლებელია განლაგდეს როგორც ცალკეული დამაბინძურებელი წყაროების ან მათი ჯგუფის ზეგავლენის ზონაში, ასევე მის გარეთ.
5. სინჯის აღების პერიოდულობა განისაზღვრება აღების მიზნის განსასაზღვრი კომპონენტების ცვალებადობის ხარისხისა და მეტეოროლოგიური პირობების მიხედვით.
6. მიზანშეწონილია ატმოსფერული ნალექების წერტილოვანი ან შედგენილი სინჯების აღება. წერტილოვანი სინჯის აღება ხდება ცალკეული წვიმის ან თოვლის მოსვლიდან არაუმეტეს 1 საათის ინტერვალში. შედგენილი სინჯის აღება წარმოებს დროის განსაზღვრულ პერიოდში – თვე, დეკადა, კვირა, დღე-ღამე და ასახავს განსასაზღვრი კომპონენტების საშუალო შემცველობას დროის ამ პერიოდში.
7. მონაცემები მოცემული რეგიონისათვის არ ჩაითვლება რეპრეზენტატულად:
ა) თუ სინჯის ასაღები სადგურიდან 10 კმ-ში მდებარეობს უწყვეტად მომუშავე საწარმო ან ქალაქის განაშენიანება, ან ქალაქის შემოგარენი;
ბ) თუ სინჯის ასაღები სადგურიდან 50 კმ-ის ფარგლებში მდებარეობს დაბინძურების წერტილოვანი წყარო (მაგ., წელიწადში გოგირდის ორჟანგის 10 ათას ტონაზე მეტი ემისიით);
გ) თუ სინჯის ასაღები სადგურიდან 1 კმ-ის ფარგლებში მდებარეობს მინერალური სასუქების (ან სხვა მარილების) საწყობი;
დ) თუ სინჯის ასაღები სადგურიდან 1 კმ-ის ფარგლებში განლაგებულია მსხვილი სატრანსპორტო კვანძები ან დიდი რაოდენობით ჩამდინარე წყლების წარმოქმნელი ობიექტები, აგრეთვე თუ 100 მ-ის ფარგლებში მდებარეობს აეროპორტი ან საზღვაო პორტი.
8. წყლის ზედაპირზე სინჯის ასაღები სადგურის მოწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, შხეფებისაგან დასაცავად სინჯამღებები უნდა დაიდგას მცურავ ტივტივებზე, პატარა კუნძულებსა და ზღვის კლდეებზ