1. გრუნტის წყლების სინჯის აღების მიზანია:
ა) გრუნტის წყლების სასმელ-სამეურნეო წყლის წყაროდ, ტექნიკური და სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოყენების ვარგისიანობის განსაზღვრა;
ბ) გრუნტის წყლების ხარისხზე პოტენციურად საშიში სამეურნეო ობიექტების ზემოქმედების დადგენა;
გ) გრუნტის წყლების დამაბინძურებლებზე მონიტორინგი;
დ) გრუნტის წყლების ხარისხის პროგნოზირება.
2. პოტენციურად დაბინძურებული მონაკვეთიდან გრუნტის წყლის სინჯის აღების მიზანია, დადგინდეს: გრუნტის წყლის სიღრმეზე აღების მონაკვეთში დაბინძურების არსებობა, დამაბინძურებლების მიგრაცია, სივრცეში განაწილება, გავრცელების რისკი, დაბინძურების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებზე კონტროლი და სხვ.
3. სინჯის ასაღებად გამოიყენება შემდეგი ხელსაწყოები:
ა) ტუმბოები – სინჯის ასაღებად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტუმბოები. ზედაპირზე განთავსებული ტუმბო წყალს იღებს 8 მეტრამდე სიღრმიდან, სინჯის აღება უფრო მეტი სიღრმიდან ხდება წყალში ჩაძირული ტუმბოთი. წყალში გახსნილი გაზების განსაზღვრისათვის დაუშვებელია დგუშიანი ტუმბოს გამოყენება;
ბ) სინჯამღებები – გამოიყენება სხვადასხვა ტიპის, მოცემულ სიღრმეზე გასაღებ-დასაკეტი ავტომატური სინჯამღებებ