1. სინჯის აღება წარმოებს ხელით და ავტომატურად. სინჯამღების სახურავი ნალექის მოსვლის დასაწყისში იხსნება და დამთავრების შემდეგ ავტომატურად იხურება.
2. აღება წარმოებს მხოლოდ ნალექის მოსვლის დროს, სპეციალურად დამუშავებულ შემკრებ ჭურჭელში, რომელიც უნდა მოთავსდეს მიწის ზედაპირიდან 2 მეტრის სიმაღლეზე.
3. ატმოსფერული ნალექის ნიმუშები უნდა შეგროვდეს ნეიტრალური მასალისაგან დამზადებულ სპეციალურ ჭურჭელში:
ა) წვიმის წყალი უნდა შეგროვდეს ვედროს ან ძაბრის დახმარებით და შენახულ იქნეს მასში ნიმუშის საანალიზოდ გაგზავნამდე. საანალიზოდ აუცილებელი ნალექის მინიმალური მოცულობაა 60-80 მლ;
ბ) თოვლი უნდა შეგროვდეს ნებისმიერ ეკრანირებულ ღრმა ცილინდრულ სინჯამღებში, რომელიც შესაძლებელია აღჭურვილი იყოს თოვლის გასადნობი გამათბობელით;
გ) ორგანული ნივთიერებების შემცველი სინჯების შენახვა და ტრანსპორტირება უნდა წარმოებდეს პირექსის ან კვარცისაგან დამზადებული ჭურჭლით;
დ) არაორგანული ნივთიერებების შემცველი სინჯების შენახვა უნდა წარმოებდეს პოლიეთილენის ჭურჭელში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია მინის, ტეფლონისა და პოლიპროპილენისაგან დამზადებული ჭურჭლის გამოყენებაც;
ე) ჭურჭლის კედლებზე ადსორბირებული დამაბინძურებელი ნივთიერებების კვალის არსებობისას, მათი ჩამორეცხვა უნდა მოხდეს ნადნობი წყლით. სინჯში მეტალის კვალის არსებობისას, მიზანშეწონილია სინჯის აზოტმჟავით შემჟავება ლითონების იონების შენახვის მიზნით.
4. ტრანსპორტირებისას ჭურჭელი სინჯით მჭიდროდ უნდა იყოს თავდაცობილი და მიტანილ იქნეს ლაბორატორიაში ოპტიმალურად ხანმოკლე დროში.
5. საველე პირობებში სინჯის კვლევისა და ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზის შედეგები უნდა გაფორმდეს ოქმისა და მოკლე დასკვნების სახით.
ატმოსფერული ნალექის სინჯის აღების ოქმი
აღების მიზანი ____________________________________________________________________
სინჯის სახეობა ___________________________________________________________________
აღების ადგილი __________________________________________________________________
თარიღი: დღე _________________თვე_____________ წელი _____________________________
აღების დრო: __________ დასაწყისი ___________ დასასრული ___________________________
სინჯის ტიპი _____________________________________________________________________
სინჯამღები მოწყობილობის ტიპი ___________________________________________________
გაზომვები სინჯის აღების ადგილზე _________________________________________________
pH ____________ ელექტროგამტარობა _______________________________________________
დაკვირვება აღების ადგილზე ______________________________________________________
გამოყენებული კონსერვანტის სახეობა და რაოდენობა __________________________________
_______________________________________________________________________________
სინჯის დაყოფა ნაწილებად________________________________________________________
სინჯის ამღები ოპერატორის ვინაობა (სახელი, გვარი) _________________________________
_____________________________________________________________________________
შენიშვნა:_______________________________________________________________________
____________________________________________________________________________